ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ხათუნა შარაძემ, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრობაზე უარი გუშინ განაცხადა. ის დღემდე ირიცხებოდა აღნიშნული პარტიის ოფიაციალურ წევრად.
"ესე ერთიანად მთელმა სამსახურმა ხალხზე რომ იზრუნოთ უკეთესი იქნება. გადანახული მანდატებით, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების შემდეგაც ხელისუფლებაში აღმოჩნდეთ კვლავ"_აღნიშნულ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ერთერთი ლიდერი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა ხათუნა შარაძეს, თუ რა მიზეზით დატოვა მან პარტია.
"მე უკვე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით, მე პარტია დავტოვე, ამაში არც განსაკუთრებული მგონი არაფერია"_ აღნიშნა შარაძემ.
ხათუნა შარაძე ქალაქ ოზურგეთის მერიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად, მას შემდეგ დაინიშნა, რაც აღნიშნული პოსტი იზუკა დარჩიამ დატოვა.
"ვერც ‘’პოსტაობა’’ მოვირგე და გავიხადე ჩემი საქმიანობის მიმართულებად და ვერც დამკომენტარებელთა რიგებში ჩავეწერე, ვერ შევუერთდი ტაშისმკვრელთა ზეპურ საზოგადოებას…"_ აღნიშნავდა მერიის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი იზა დარჩია.