(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ დღეს, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს ახალ შენობას გახსნის. საზეიმო ცერემონიალისთვის ყველაფერი მზადაა. ადგილობრივი ხელისუფლები პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ მინისტრს გიორგობა დღეს ნამდვილად ელოდებიან.
გვიან ღამით “გურია ნიუსმა” დააფიქსირა, რომ კვარცხლბეკთან, რომელზე “აჯანყებული გურულის” ძეგლი იდგა, ჭადრის ხეების ტოტების შეჭრა მიმდინარეობს, რათა პოლიციის ახალი შენობა ავტომობილებიდან უფრო ხილვადი გახდეს. ჭადრების “შეკრეჭის” სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე ადევნებდა თვალყურს. სპეცტექნიკა ადგილზე საღამოს 11 საათიდან მუშაობდა.