საქართველოს პირველ მოქალაქედ წოდებული, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დღეს 58 წლის გახდა.
_ სმს გავუგზავნე და მივულოცე. საჩუქარს მოვიფიქრებ რაიმეს, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ივანიშვილის მეგობარმა თემურ ჭკუასელმა.
_ უკვე მოფიქრებული გექნებათ…
_ ხო, რა ვიცი, იუბილარ ბიძინას მანქანას ვაჩუქებ, გაუხარდება. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. საერთოდ, ჩვენ ერთმანეთს მოულოდნელად ვუკეთებთ საჩუქრებს და ამისთვის დაბადების დღეები არ გვჭირდება, _ გვითხრა ჭკუასელმა, რომლის თქმით ივანიშვილს დაბადების დღის აღნიშვნა არ უყვარს.
ივანიშვილს დაბადების დღე ფეისბუქში მიულოცა ორგანიზაცია "მოქალაქემ"
_ დღეს, ბიძინა ივანიშვილი იუბილარია, მას 58 წელი შეუსრულდა! ვულოცავთ და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ ოჯახთან ერთად! _ წერია ორგანიზაციის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.