22 ოქტომბერს, გვიან ღამით, ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ტრაგიკული ავტოავარია მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, რომლის საჭესთან ოზურგეთელი ირაკლი ლომჯარია იჯდა, ბოძს შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა მისი ფეხმძიმე მეუღლე, 21 წლის ნათია ღლონტი. სიკვდილს გადაურჩა თვითონ ირაკლი ლომჯარია და მისი 2 წლის შვილი, თუმცა ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან მძიმე დაჟეჟილობებითა და მოტეხილობით. ავტომობილში კიდევ ერთი მამაკაცი იჯდა, რომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტოავარიის ადგილზე გურიის სამხარეო სამმართველოს პოლიცია მივიდა.