სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ის პატიმრობაში რჩება.
ადვოკატები უგულავასთვის აღკვეთს ღონისძიების 20 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას ითხოვდნენ. პროკურატურა კი მიუთითებდა, რომ უგულავას გათავისუფლების შემთხვევაში მისი მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.