ყველაზე ძვირადღირებული ხიზილალა ქაშაყ ალბინოსს აქვს. ეს ხიზილალა მსოფლიო ბაზარზე ირანიდან ხვდება და 100 გრამი 2.000 ევრო ღირს.
ყველაზე ძვირადღირებულ სოკოს თეთრი ტრიუფელი ეწოდება. მისი ფასის ზუსტი დადგენა ძნელია, რადგან ამ ჯიშის თითოეული დიდი ზომის სოკო აუქციონზე იყიდება.
იაპონური ვაგიას ჯიშის ძროხის ხორცი ყველაზე ძვირადღირებულია. ასეული წლების მანძილზე ამ ჯიშის ძროხა მხოლოდ იაპონიის ერთ პატარა რაიონში ჰყავთ მოშენებული. იგი საუკეთესო ბალახით იკვებება. ამ ძროხის 200 გრამი ხორცი ევროპაში 100 დოლარი ღირს, ხოლო საუკეთესო ნაჭრების ფასი 1000 დოლარსაც აღწევს.
ყველაზე ძვირადღირებული პელმენი შეგიძლიათ გასინჯოთ ნიუ იორკში, ბრონქსის რაიონში, რუსულ რესტორანში. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ძროხისა და ღორის საუკეთესო ხორცთან ერთად პელმენში ძვირადღირებული თევზის ფოსფორიც ურევია. პელმენი თეფშზე ანათებს კიდეც და ის სრულიად უსაფრთხოა საჭმელად. 8 ცალი ასეთი პელმენი 2.400 დოლარი ღირს.
პლატინის საკლუბო “სენდვიჩ ფონ ესენის” დაგემოვნება 200 დოლარი დაგიჯდებათ. მისი რეცეპტი გასაიდუმლოებულია.
ყველაზე ძვირადღირებულ პიცას “ლუი მეცამეტე” ეწოდება და 3.800 ევრო ღირს. პიცაში შედის მოცარელა ქუფალო, სამი სახეობის ხიზილალა, წითელი ლანგუსტი და იშვიათი კრევეტები.