ლანჩხუთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, რომლის კოორდინატორიც გურიის რეგიონში ლადო აფხაზავაა, გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდა ელჩთან გერმანიაში მიხეილ სარჯველაძესთან. შეხვედრას მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, საჯარო სკოლების პედაგოგები და სამოქალაქო განათლების კლუბების აღსაზრდელები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე თავდაპირველად ახალგაზრდა ელჩმა პირად მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა.
ახალგაზრდებს გაუზიარა პირადი გამოცდილებები, მოუწოდა რაც შეიძლება მეტად იყვნენ ჩართულები სამოქალაქო აქტივობაში და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში.
მიხეილ სარჯველაძემ, რომელიც სოფელ ლესის საჯარო სკოლის და თავად ლადოს ყოფილი მოსწავლეა, დამსწრე-საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური არჩევანის უპირატესობაზეც ესაუბრა.