ამერიკელი მეცნიერები მუშაობენ მსოფლიოში პირველ ავტომობილზე უსინათლოებისთვის.
პროექტზე შრომობენ: ვირჯინიის შტატის ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტები და აშშ-ის უსინათლოთა ნაციონალური ფედერაციის წარმომადგენლები.
უჩვეულო ტრანსპორტი აღჭურვილი იქნება სპეციალური მექანიზმებით, რომლის საშუალებითაც უსინათლო შეძლებს მანქანის მართვას.
მაგალითად, მძღოლს ექნება ხელთათმანები, რომელიც ვიბრაციით ანიშნებს, როდის უნდა მოუხვიოს. თუ გზაზე წინაღობაა, მძღოლს სახეში შეკუმშული ჰაერი ხვდება. ჟილეტი ვიბრატორით სიჩქარეს მართავს, ხოლო მოძრაობის მიმართულებას საჭე არეგულირებს აუდიოსიგნალებით.
პირველი მოდელი მოდიფიცირებული იქნება ჯიპ „Ford Escape”-ს ბაზაზე. ავტომობილმა სპეციალური გამოცდების სერია წარმატებით გაირა და უახლოეს მომავალში მისი სერიული გამოშვება დაიწყება.