https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როდესაც პოლიტიკოსებიც ტირიან

15:02; 21.02.2015
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ყოველი ჩვენთაგანი ამ ცხოვრებაში საკუთარი გზის გაკვლევასა და საზოგადოებრივი კიბის უმაღლესი საფეხურის დაკავებაზე ოცნებობს. გავრცელებულია აზრი, რომ წარმატებულ კარიერად იღბლიანი მეწარმეობა, შოუ-ბიზნესის პოპულარული წარმომადგენლობა ან წარმატებული პოლიტიკოსობა ითვლება. ამათგან საქართველოში განსაკუთრებულად მაინც პარლამენტარობა ფასობს. უბრალო ობივატელის აზრით პოლიტიკოსები ბედს არ უჩივიან და ამა სოფლის ყველა სიკეთითაც მაქსიმალურად სარგებლობენ.

მრავალი პიროვნება საკუთარ თავს ოცნებებში აშშ-ის პრეზიდენტის როლში წარმოიდგენს, მაგრამ სამწუხაროდ მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის პირველი პირები ზოგჯერ განსაკუთრებით უიღბლონი არიან. ამისი ნათელი დადასტურებაა თუნდაც ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის ბიოგრაფია.

თავად განსაჯეთ: 31 წლის ასაკში – მარცხი ბიზნესში, მომდევნო წელს – სასამართლო პროცესის წაგება, 35 წლისას – სატრფოს სიკვდილი, 38 წლის ასაკში – არჩევნებში დამარცხება, 43 წლის -კონგრესში ვერ მოხვედრა, 55 წლის -სენატის გარეთ დარჩენა, 56 წლის – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის ჩავარდნა, 60 წლისამ ბოლო და ბოლოს საწადელს მიაღწია და ქვეყნის პირველი პირის სავარძელს დაეუფლა, მაგრამ იდილიამ დიდი ხანი ვერ გასტანა და სიცოცხლესაც გამოასალმეს. ფორტუნა ცვალებადია, ხშირად გვერდს გივლის, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გწირავს. საწყალმა აბრაამმა კი ალბათ რაღაცა დააშავა და ბედის ვარსკვლავმაც ამისათვის სამაგალითოდ დასაჯა.

არანაკლები სიდიადის იმპერიას ხელმძღვანელობდა ვლადიმერ ილიას-ძე ლენინი. მსოფლიოს ყველა ჩაგრული ხალხის მეგობარი თურმე ერთი კომპლექსიანი და მუდმივი დეპრესიით გატანჯული ადამიანი ყოფილა. არ ვიცი საქართველოში ლენინის იდეების თაყვანისმცემლები თუ შემორჩნენ. თუ არსებობენ ალბათ ცოცხალი ვერ გადავურჩები, რადგან გავბედავ და გაცნობებთ რომ მსოფლიოს პროლეტარიატის ბელადი თურმე აქტიური ჰომოსექსუალისტი ყოფილა. ჩვენი ყოფილი ბელადის ბოი ჯორჯის, ელტონ ჯონის ან ბორის მოისეევის თანამოძმეთა შორის დასახელების მიზეზი კი შორეულ წარსულში უნდა ვეძიოთ.

ულიანოვ-ლენინის დედა, მარია ალექსანდრეს-ასული რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მეორის კარის ფრეილინა ყოფილა. სამეფო კარზე ცხოვრებისას “სუსტი სქესის” გადაჭარბებული მოყვარული ალექსანდრე მესამის თვალთახედვის არეში მოხვდა. მათი “გულთბილი” ურთიერთობის შედეგად ამ სამყაროს ლენინის უფროსი ძმა ალექსანდრე მოევლინა. “სექსაპილური” ფრეილინა ამით არ დაკმაყოფილდა და ერთი წლის შემდეგ უცნობი მამაკაცისაგან კიდევ ერთი შვილი, ამჟამად გოგონა გააჩინა. ცხადია რომ ასეთ ამორალურ ქალბატონს მეფის სასახლეში არავინ გააჩერებდა. გამოსავალიც მოიძებნა. იმდროინდელმა ოხრანკამ პეტერბურგში ჰომოსექსუალისტი ილია ულიანოვი აღმოაჩინა. ამ უკანასკნელს ცოლად “შეცდენილი” მარია გაატანეს და საცხოვრებლად ციმბირში განაწესეს.

იქ ბატონმა ილიამ გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა, მისმა მეუღლემ კი ჭკუა ვერ ისწავლა და აქტიური “ცხოვრება” გააგრძელა. დროთა განმავლობაში სხვადასხვა მამაკაცებისაგან კიდევ ოთხი შვილი, მათ შორის ქვეყნის მომავალი ბელადი გააჩინა. ილიჩის ბავშვობა და ყრმობა მწარე აღმოჩნდა. სახლში “ოფიციალური” მამა არატრადიციული სექსუალური ურთიერთობებისაკენ უბიძგებდა, გარეთ კი მშობლების ქცევის წესის გამო მუდმივად თანატოლების დაცინვის ობიექტი ხდებოდა. რასაკვირველია ყოველივე ამას ლენინის ფსიქიკაზე გავლენა უნდა მოეხდინა და საბჭოთა ხალხის მომავალმა წინამძღოლმა მთელი კაცობრიობა ბავშვობიდანვე შეიძულა. ეს “სახალისო” ისტორია წინა საუკუნის სამოცდაათიან წლებში ცნობილმა მწერალმა მარიეტა შაგინიანმა გამოაშკარავა, მაგრამ იმდროინდელი პარტიული ლიდერების, ბრეჟნევისა და სუსლოვის აქტიური ჩარევის შემდეგ დიდი ხნით დავიწყებას მიეცა.

თავის დროზე ასევე მთელ მსოფლიოს აზანზარებდა გერმანელი ადოლფ ჰიტლერის სახელი. ისიც თურმე უბედური ადამიანი ყოფილა, რადგან არც მეტი არც ნაკლები მხოლოდ ერთი სათესლე ჯირკვალი ჰქონია. პირველი მაოფლიო ომის დროს ეფრეიტორი ადოლფი ბრძოლის ველზე მსუბუქად დაიჭრა და საველე ექიმმა იოჰან იამბორამ ოპერაცია გაუკეთა. შედეგად “მაინ კამპფის” მომავალმა ავტორმა ცხოვრება ნაკლული ორგანოთი გააგრძელა. საინტერესოა, რომ იმდროინდელ ბრიტანულ ჯარისკაცულ ფოლკლორში, ჰიტლერის ამ ნაკლს ხშირად ახსენებდნენ. ამ ფაქტის საიმედო დადასტურება მხოლოდ ახლახან მოხერხდა.

მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე უინსტონ ჩერჩილი პირიქით, თურმე იღბლიან ვარსკვლავზე ყოფილა დაბადებული და სიკვდილს ერთხელ სრულიად შემთხვევით გადაურჩა. 1941 წელს, მეზენიტეების ბატარეის შემოწმებიდან დაბრუნებისას, ჩერჩილმა ჩვეული წესი დაარღვია და მანქანის უკანა სავარძელზე მოკალათდა. სწორედაც მოიქცა, რადგან გზაში ბომბი აფეთქდა. წინ მჯდომი პრემიერის ადიუტანტი გარდაიცვალა, უინსტონ ჩერჩილი კი სრულიად უვნებელი გადარჩა. რომ არა ბედისწერა, ბრიტანეთის იმდროინდელი ლიდერი დაიღუპებოდა და ეს ფაქტი ალბათ ისტორიის პერიპეტიებში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანდა, შესაბამისად გადაიწერებოდა მეორე მსოფლიო ომის მატიანეც.

რამდენიმე წლის წინ ერაყის დიქტატორი სადამ ჰუსეინი დააკავეს და შემდეგ სიკვდილითაც დასაჯეს. ლაპარაკი არ უნდა, რომ მსოფლიოს პროგრესულად მოაზროვნე ნაწილი სადამის მზის ჩასვენებას დიდი სიხარულით შეეგება, მაგრამ განსაკუთრებული აღტაცება მაინც ერთმა ჩვეულებრივმა ამერიკელმა დიასახლისმა შერი ლინდბერგმა გამოხატა. 2003 წლის 12 დეკემბეერს ეს მანდილოსანი ინტერნეტში დასეირნობდა და შემთხვევით წააწყდა ერთ-ერთ ტოტალიზატორს, სადაც გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, სადამ ჰუსეინის დაჭერის სავარაუდო თარიღზე იღებდნენ ფსონებს.

აზარტულმა შერიმ არჩევანი 14 დეკემბერზე გააკეთა და 10 დოლარსაც ჩამოვიდა. საუბედუროდ თითი ზედმეტ ნულს დააჭირა და საბუკმეიკერულ კანტორაში 1000 დოლარი გააგზავნა. არ ვიცი ეს ქალბატონი ბულგარელი ნათელმხილველი ვანგას შემოქმედებას კარგად იცნობდა თუ არა, მაგრამ ფაქტია რომ ზუსტად ამ დღეს ჰუსეინს შავი დილა გაუთენდა, “მაზაობის” მოყვარულმა დიაცმა კი 130 ათასი დოლარი მოიგო. ლინდბერგი ნამუსიანი ადამიანი აღმოჩნდა და მოგებული თანხიდან ორი ათასი დოლარი სადამს ციხეში გადაუგზავნა, რათა მისი პატიმრული ცხოვრების პირობები ცოტათი შეემსუბუქებინა. საკითხავია, ისედაც გაუბედურებული ექს – დიქტატორი რა ხასიათზე დადგებოდა როდესაც გაიგებდა რომ მის ტრაგედიაზე ვიღაცა ამერიკელი თამაშობდა და შემდეგ კარგა დიდი ფულიც მოხსნა.

ოკეანისგაღმელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ აშშ-ის ამჟამინდელ პირველ პირს ბარაკ ობამას ერთი დიდი საიდუმლო ჰქონია. რამდენი წლის წინ ამ ქვეყნის იმიგრაციულმა სამსახურებმა გამოაშკარავეს ვინმე ზეითუნი ონიანგო. ეს უკანასკნელი მთელი ოთხი წლის განმავლობაში ამერიკაში არალეგალურად ცხოვრობდა. ქალბატონი ზეითუნი ბარაკ ობამას ღვიძლი მამიდაა და დღეისათვის ქალაქ ბოსტონში სახლობს. იმდროინდელი საარჩევნო კამპანიისას ობამამ განაცხადა, რომ მამიდამისის აშშ-ში ცხოვრების ფაქტი მისთვის დიდი მოულოდნელობა იყო და არჩევნების შედეგებზე ამას გავლენა არ უნდა მოეხდინა. ასეც მოხდა. თეთრი სახლის დაკავების შემდეგ კი ზეითუნ ონიანგო ცნობილი ძმისშვილის დახმარებით ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქე გახდა.

მას შემდეგ რაც მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნის სათავეში მოექცა, ბარაკ ობამა საყოველთაო ყურადღებით სარგებლობს. სულ ცოტა ხნის წინ ჯეიმს ბონდის როლის ამჟამინდელმა შემსრულებელმა დენიელ კრეიგმა განაცხადა, რომ ალბათ დადგა დრო რომ ეს უკვდავი კინოგმირი შავკანიანმა მსახიობმა განასახიეროს. არ ვიცი პოლიტიკური კარიერის დასრულების შემდეგ ბარაკ ობამას ლეგენდარული “აგენტი 007”-ის როლს შესთავაზებენ თუ არა. ეს საქმე ალბათ არ უნდა გაუჭირდეს, რადგან ჰოლივუდის ლაბირინთებში გზის გამკვლევი უკვე ნაპოვნი ჰყავს და ამ მისიას მისი ერთი ახლადგამოჩეკილი “ნათესავი” შეასრულებს.

აშშ-ში არსებობს ასეთი ორგანიზაცია – “ახალი ინგლისის გენეალოგიის მკვლევართა ისტორიული საზოგადოება”. ის ჯერ კიდევ 1845 წელს დაარსდა და ცნობილი პიროვნებების გენეოლოგიას იკვლევს. მათ მიერ მოპოვებული უტყუარი ცნობების მიხედვით, ბარაკ ობამა თურმე მეცხრე მუხლის ბიძაშვილად ერგება კინოვარსკვლავ ბრედ პიტს. მათი საერთო წინაპარი კი ვინმე ჯონ კასონი ყოფილა, რომელიც შორეულ 1718 წელს გარდაიცვალა კანადურ ქალაქ კვებეკში.

სამწუხაროა, რომ ანალოგიური დაწესებულება საქართველოში ან არ ფუნქციონირებს ან მისი კვლევების შედეგები ცნობილი არ არის. წინააღმდეგ შემღხვევაში მოულოდნელობა არ იქნებოდა, რომ თუნდაც ამ სტრიქონების ავტორი ერეკლე მეორისა ან სულხან საბა ორბელიანის შთამომავალი აღმოჩენილიყო.

ზემოთმოყვანილი მაგალითებიდან კარგად ჩანს, რომ პოლიტიკოსების გზა ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ არის. მრავალი ადამიანური პრობლემა მათაც გააჩნიათ და ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, სჯობია ისევ და ისევ უბრალო ობივატელებად დავრჩეთ. ისე საქართველოში მცხოვრებლებისათვის მთავარ ოცნებად მაინც ქვეყნის პარლამენტში მოხვედრა რჩება. მაგრამ ქართველ დეპუტატებსაც არ ულხინთ და ამაში შემდეგი მაგალითიდანაც დარწმუნდებით. რამდენიმე წლის წინ რაღაცაზე განერვიულებულმა ჩვენი პარლამენტის იმდროინდელმა სპიკერმა დარბაზში მყოფ საზოგადოებას ფსიქიკური გამოკვლევებისაკენ მოუწოდა. ამაზე ქალბატონი ელენე თევდორაძე აღშფოთდა და საპასუხო რეპლიკაც წამოისროლა, “ჩვენ აქ ყველანი უკვე გამოკვლეულები ვართო”.

რას იზამ, პარლამენტი ქვეყნის მმართველი ორგანოა და თუ იქ მოხვედრა და საქმიანობა გსურს, გარკვეული მსხვერპლიც უნდა გაიღო. ასე რომ სანამ პოლიტიკოსობას გადაწყვეტდეთ, გირჩევთ რომ კარგად დაფიქრდეთ. გახსოვდეთ ისიც, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

Bride and Bridegroom at Wedding
ზაფრანი

ვინ ქორწინდება ყველაზე გვიან

10:07; 30 იანვარი, 2026
ზაფრანი

ყველაზე ამბიციური პიროვნებები

10:05; 30 იანვარი, 2026
ზაფრანი

ვის ეძნელებათ თქვან: „მიყვარხარ“

10:03; 30 იანვარი, 2026
ზაფრანი

ვის აქვთ სამსახიობო ნიჭი

10:01; 30 იანვარი, 2026
ზაფრანი

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვიცით, რომ რუსები ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან

09:49; 29 იანვარი, 2026

„შემთხვევა“ მოსკოვში

მასწავლებელთა ხელფასების განაწილების ახალი წესი

ყველა სიახლე

პოლიტიკა

რა წერია კანონპროექტში, რომელიც უკვე დაიდო პარლამენტის საიტზე

12:59; 30.01.2026
სამართალი

“წამში ჩაქრა ორი ადამიანის სიცოცხლე… სულ დამწვარი იყო მანქანა” – ცნობილია უმძიმესი ავარიის დეტალები

12:42; 30.01.2026
სამართალი

“შეესწრო დაპირისპირებას და უნდოდა მხარეების გაშველება” _ შარაშიძის ადვოკატი

12:28; 30.01.2026
სამართალი

დავით შარაშიძეს 30 000 ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა

12:09; 30.01.2026
სამართალი

“მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა” _ რას შეუფარდებენ დავით შარაშიძეს

11:52; 30.01.2026
სამართალი

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე განსასჯელის სკამზე – დავით შარაშიძე ბრალს აღიარებს

11:41; 30.01.2026
პოლიტიკა

გიორგი გახარია – ჩემ წინააღმდეგ ბრალდებები აშკარად კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან

10:12; 30.01.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

10:09; 30.01.2026
Bride and Bridegroom at Wedding
ზაფრანი

ვინ ქორწინდება ყველაზე გვიან

10:07; 30.01.2026
ზაფრანი

ყველაზე ამბიციური პიროვნებები

10:05; 30.01.2026
ზაფრანი

ვის ეძნელებათ თქვან: „მიყვარხარ“

10:03; 30.01.2026
ზაფრანი

ვის აქვთ სამსახიობო ნიჭი

10:01; 30.01.2026
საზოგადოება

ვინ აგებს პასუხს სტადიონის სარეაბილიტაციო თანხის მითვისების გამო და რატომ არიან მოქმედი ჩინოვნიკები პირში წყალჩაგუბებულები

20:10; 29.01.2026
სამართალი

კაცი გარდაცვლილი იპოვეს

19:04; 29.01.2026
პოლიტიკა

ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებული დროებითი კომისია პარლამენტში საქმიანობას მომავალ კვირას დაიწყებს

19:03; 29.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო