ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის განცხადებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში, სიტუაცია ნელ-ნელა დალაგდება.
"ყველაფერი კონტროლქვეშაა. ავთანდილ ბერიძის გადაყენების საკითხი, ამ ეტაპზე აქტუალური არ არის, თუმცა რომც დაისვას, მის გადაყენებას 14 ხმა სჭირდება, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" არ
გააჩნია", _ განაცხადა კალაძემ ხელვაჩაურში, მდინარე ჭოროხზე მშენებარე ჰესის მონახულებისას.