25 თებერვალს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში თემურ ჟღენტის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
ცნობისთვის, თემურ ჟღენტი ათი წლის განმავლობაში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს ხელმძღვანელობდა, მისი უშუალო ინიციატივით დაარსდა პირველი საბავშვო ანსამბლი"მზიური".
თემურ ჟღენტი რამდენიმე წელი რუსთაველის თეატრის დირექტორი, ათი წელი კი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. მისი ინიციატივით, ამ უნივერსიტეტში შეიქმნა ანსამბლი ქალგულო გომარ სიხარულიძის ხელმძრვანელობით, ანსამბლი"როკვა" უჩა დვალიშვილისა და რეზო ჭანიშვილის ხელმძღვანელობით.
ღონისძიება 25 თებერვალს, რუსთაველის თეატრში 17:00 საათზე გაიმართება.