სოფელ გონიოს მოსახლეობა, იმ მიწების დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მათ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჯერ საკუთრებაში გადასცეს, მერე კი ჩამოართვეს.
სადაო მიწები გონიოს ციხესთან მდებარეობს და ნაწილს კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს, ნაწილზე კი ხელისუფლება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს.
აქციის მონაწილეებს, დღეს აჭარის რეგიონის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე შეხვდა და მთავრობის გადაწყვეტილება – ნაკვეთების სხვა ადგილებში გამოყოფა შესთავაზე. თუმცა, მოსახლეობა ამის წინააღმდეგია და მიწის ნაკვეთებს ისევ გონიოში მოითხოვს.
ჯერჯერობით, უცნობია თუ როგორ მოგვარდება აღნიშნული საკითხი, რომელიც აჭარაში წლებია გადაუჭრელია და ხშირად პოლიტიკური სპეკულაციისთვისაც კი გამოიყენება. განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდებში.