თბილისში, რუსულნომრიანი სამხედრო მანქანები გამოჩნდა. აღნიშნულის დამატასტურებელი ფოტოები დღეს სააგენტოებმა და სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მანქანები რუსეთის სამხედრო კავშირგაბმულობას ეკუთვნის.
რაც შეეხება ყვითელ ფერზე დატანილ ნომერს 06, ის რუსული კლასიფიკაციით, ინგუშეთის რესპუბლიკას ეკუთვნის.
"გურია ნიუსი" რამდენიმე საათია ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია, რა დანიშნულების მანქანები გამოჩნდა დღეს დედაქალაქში და რას უკავშირდება მათი თბილისში გადაადგილება, თუმცა ამაოდ.
ოფიციალურ უწყებებში, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციაში, ჯერჯერობით კომენტარს არავინ აკეთებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ არც 112-ში.