გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" ავტორისა და წამყვანის, ეკა კვესიტაძის თქმით, მას კანონიერმა ქურდმა ლავას-ოღლიმ დაურეკა და დაემუქრა.
ამის შესახებ კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს.
"მოგმართავ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს – ახლა დამირეკა კანონიერმა ქურდმა, მინდია გორაძემ, იგივე ლავას-ოღლიმ ტელეფონის ნომრიდან +372 81 652097 და დამემუქრა. იმედია სათანადო ზომებს მიიღებთ, ლავას-ოღლის ადგილმდებარეობას დაადგენთ და მის ექსტრადიციას მოითხოვთ."