ცოტა ხნის წინ ბრიტანელ და ამერიკელ სწავლულთა ჯგუფმა აღმოაჩინა პლანეტა, რომლის „ხმელეთი“ ალმასები და გრაფიტია.
„იმის ყველა საფუძველი არსებობს, რომ პლანეტის ხმელეთი ალმასებისგან შედგება“, – განაცხადა კვლევების ერთ-ერთმა მონაწილემ პროფესორმა ნიკუ მადუსუდამ.
მსოფლიო მეცნიერებაში უკვე დიდი ხანია, გავრცელებულია თეორია, რომლის თანახმადაც სამყაროს სივრცეებში არსებობს პლანეტები, რომელთა ზედაპირი ალმასებისგან შედგება.
დასკვნა პლანეტის ალმასის შემადგენლობის შესახებ გაკეთდა პლანეტის ატმოსფეროს „ნასას“ ტელესკოპ „სპიცერის“ დახმარებით შესწავლის საფუძველზე. როგორც აღმოჩნდა, მას ნახშირბადის არაჩვეულებრივად მაღალი შემცველობა აქვს. გათვლები სპეციალური მათემატიკური მოდელის საფუძველზე ბრიტანეთის გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიაში გაკეთდა.
ალმასის პლანეტა დედამიწისგან 1,2 ათასი სინათლის წლით არის დაშორებული.