„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურება, მხოლოდ ხელისუფლების ბრალი არ არის.
თუმცა, ნინო ბურჯანაძის თმით, ხელისუფლებას ლართან დაკავშირებით მიმდინარე პროცესის შეჩერება შეეძლო.
„მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მხოლოდ ხელისუფლებას დავაბრალო ის, რაც ლარის კურსს დაემართა, მაგრამ ხელისუფლებას რომ ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა ჰქონოდა, ხელისუფლებას რომ რეაგირება მიეღო და ილუზიებში არ ყოფილიყო, რომელშიც ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყვნენ, რომ ყველაფერი კარგადაა და ლარს არაფერი არ სჭირს და გადასარევადაა თურმე ცხოვრება, პროცესის შეჩერება ნამდვლად შეიძლებოდა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.