ასუქებს თუ არა პური და გამოაქვს თუ არა წყალს ორგანიზმიდან კალორიები და ცხიმები.
როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, უმჯობესია, კონსულტაცია პროფესიონალმა მოგცეთ და არა ახლობლების რჩევებით იხელმძღვანელოთ. გაითვალისწინეთ, რომ ყველა რჩევას სასურველ შედეგამდე არ მივყავართ, ჯანმრთელობასთან თამაში კი არ ღირს. გთავაზობთ იმ გავრცელებულ შეხედულებებს, ხშირად რომ გვესმის და გაუცნობიერებლად ვიჯერებთ. კერძოდ:
პური ასუქებს – მის აზრი, რომ პური ასუქებს და გახდომის მსურველმა ის უნდა ამოიღოს კვების რაციონიდან, არასწორია. პურის მიღება რეკომენდებულია ზომიერად. საჭიროა იმ პროდუქტების შემცირება, რომელსაც პურთან ერთად ჭამთ, კერძოდ, ყველის, ნაღების, კარაქის, ძეხვის და სხვა კალორიული პროდუქტების.
ექვსი საათის შემდეგ ჭამა არასასურველია – ამ წესის მკაცრად დაცვის დროსაც კი ხშირად ადამიანები წონაში ვერ იკლებენ. ორგანიზმისთვის და ასევე, წონაში დასაკლებად სასურველია, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჭამა მცირე ულუფებით. ამ დროს ორგანიზმი ნაკლებად იტვირთება და საკვებს ადვილად ითვისებს. შიმშილის გრძნობა მცირდება, შაქარი სისხლში ნორმის ფარგლებშია, ხოლო ის, ვინც ექვსი საათის შემდეგ არ ჭამს და დღეში მხოლოდ ერთხელ მიირთმევს დიდი რაოდენობით საკვებს, იზიანებს კუჭ-ნაწლავს და წონაშიც ნაკლებად იკლებს.
წყალს ორგანიზმიდან ცხიმები და კალორიები გამოაქვს – ეს მოსაზრება არასწორია. კალორიები და ცხიმები გამოედინება მაშინ, როცა ადამიანი ბევრს მოძრაობს. დიდი რაოდენობით სითხე ასტიმულირებს თირკმელების მოქმედებას და ამის შედეგად ორგანიზმი თავისუფლდება წიდებისგან.
სწრაფად მჭამელები გამხდრები არიან – ეს არასწორი შეხედულებაა, რადგან ვინც სწრაფად ჭამს, არ შეუძლია განსაზღვროს იმ საკვების რეალური რაოდენობა, რომელსაც იღებს და ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ტვირთავს ზედმეტი საკვებით. ნელი ჭამისას, საკვები გადამუშავდება ჭამის პროცესშივე და ადამიანი გრძნობს, როდის დანაყრდა. ამ დროს შიმშილის გრძნობა ქრება და ზედმეტ კალორიებსაც აღარ იღებს ორგანიზმი.