https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩ დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩ დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

უცნობი ფაქტები ნოდარ დუმბაძის ცხოვრებიდან

10:02; 27.02.2015
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ნოდარ დუმბაძე განსაკუთრებული გაბედულობით წერდა ღმერთზე, უფლის სიყვარულსა და ლოცვის ძალაზე. ის ყოველთვის ამბობდა “სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი” და ეს იმ დროს, როცა მწერალი ბევრს კომუნისტი ეგონა.

ნოდარ დუმბაძე არა მარტო თავის ნაწარმოებებში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც მართლა ესაუბრებოდა ზღვას, ხეებს, თავის ძაღლს უყვებოდა ამბებს და შვილებსაც ასწავლიდა, რომ მზეს ამოსვლისას უნდა მიესალმო და ჩასვლისას დაემშვიდობო, რომ ზღვას გამარჯობა უნდა უთხრა.

მწერლის ქალიშვილი ქეთი დოლიძე მამასთან დაკავშირებით საინტერესო და უცნობ ისტორიებს იხსენებს:

მამას თავისი განსაკუთრებულობა ჰქონდა. ის ძალიან ჰუმანური, დადებითი და ძალიან კეთილია და ყველა ასაკში სხვადასხვანაირად იკითხება. მამა სულ ამბობდა, იუმორი იმიტომ ავირჩიე, რომ თავისუფლება მინდოდაო. ოლღა ბებია რომ ამბობს, ჩემი ძუძუები გლოცავენო, ან სიკვდილის წინ რომ ლოცულობს, რა მოხდა მერე, ყველა ბებია ხომ ლოცულობს თავისი შვილიშვილისთვის. ახლა ვეღარ ვკითხულობ მამას, იმიტომ, რომ სულ ვტირი, განა იმიტომ, რომ მამა მენატრება, არა, უბრალოდ ყველაფერზე მეტირება, ქვეტექსტებს ვიგებ სულ სხვა დატვირთვით. მამას გამოცემისთვის ვამზადებდი “მე ვხედავ მზეს” და “მე, ბებია, ილიკო და ილარიონს” და დახმარება კორექტურაში ჩემს მეგობარს ვთხოვე. ჩემი მეგობარი მექანიკურად კითხულობდა და უცბად ერთ ადგილას გავჩერდი. მეგობარს ვუთხარი, ახალი აღმოჩენა გავაკეთე და ცუდად ვარ-მეთქი. ბურთი გამეჩხირა ყელში და სული ვეღარ მოვითქვი. არ ვიცი, მერამდენეჯერ ვკითხულობდი “მე ვხედავ მზეს”, მაგრამ მაშინ პირველად ჩავავლე ფრაზა, როდესაც სოსოია იცმევს შარვალს და ბრმა გოგოს ეუბნება, მიტრიალდი, შარვალი უნდა ჩავიცვაო. ვითომ ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამაზე მეტი ჰუმანიზმი რა გინდათ? მისთვის ხატია არის ხატია, რომელიც ხედავს სოსოიას და ხედავს მზეს. ერთხელ ჩემი ლევანიკო ავად იყო, ბაბუას მოთხრობები მომეციო, მთხოვა. ამოვარჩიე “ძაღლი”. ვიფიქრე, სიღრმეებში ვერ შევა და ვერ გაიგებს-მეთქი, ბაბუ რომ ეუბნება, ბაბუ, მე ეხლა ვკვდები და არ შეგეშინდეს, ქვისგანაც რომ სითბო იგრძნო, იცოდე, რომ ის ქვა მე ვარო. ბავშვმა გამოაქანა ეს წიგნი ტირილით და მითხრა, შენც ცუდი ხარ და ბაბუც ცუდიაო. ემოცია, რომელიც საჭირო იყო, ჩემმა შვილმა მაშინ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ნოდარ დუმბაძე იუმორისტი მწერალი ჰგონიათ, ეს ასე სულაც არ არის, მისი მოთხრობები დაღვინებულმა უნდა წაიკითხო.

ახლა ვხვდები ბევრ რამეს. სიკვდილის წინ მამამ თქვა, მალე მოვკვდები, ჩემი გარდაცვალების მერე ჩემს წიგნებს სულ სხვანაირად წაიკითხავ, დრო გავა და სხვებიც სხვანაირად წაიკითხავენო და ეს მართლა გამოვცადე საკუთარ თავზე. ახლა მართლა აღმოჩენებს ვაკეთებ. ილიკო და ილარიონი ძალიან სასაცილოა 12-15 წლის ასაკში. როცა 35 წლის ასაკში კითხულობ, სულ სხვა ემოცია შემოდის. ხვდები, რომ იქ 37 წელია, რატომ არის ზურიკელა ობოლი, რატომ არის სოფელში, რატომ ეუბნება ოლღა ბებია, რა ვიცი, მამაშენი 37 წლის სახლიდან რომ გავიდა, მერე აღარ დაბრუნებულაო. “მზიან ღამეში” პირდაპირ არის გაშიფრული, დედა გადასახლებიდან ჩამოდის, ღამე როგორ ეძებს იმ ხალს, რომელიც შვილს ჰქონდა, რომ დარწმუნდეს, საკუთარი შვილია თუ არა. სტალინი რომ კვდება, დედა ეუბნება, რადიომ თქვას შვილო, შენ არ თქვა, არ გაიმეოროო. დედას რომ ეხვეწება, არ მომიკვდე, ახლა ვიგრძენი, რომ ჩემი დედა ხარ და ისევ არ მიმატოვოო. ახლა ვხვდები და ვიცი, მამაჩემი რატომ მოკვდა ასე ადრე, იმიტომ, რომ ამდენი უბედურება თავად გადაიტანა – ობლობა, შვილის სიკვდილი, ნათესავების ტრაგედია, ჰელადოსები, ოლღა ბებია, ყველაფერი მის ცხოვრებაში რეალურად იყო.

***

ცენზურის არ ეშინოდა. სულ ამბობდა, ისეთი ცენზორები მყავს სახლში, აღარავისი მეშინიაო. მანანა სულ ეუბნებოდა, გაგიჟდი, მამა, რეებს წერო. ყველა წინადადების ბოლოს ღმერთზე საუბრობს, ვითომ ხუმრობით, ვითომ შემთხვევით, ღმერთმა გიშველოს, ღმერთმა დაგლოცოს, სტუმარი ღვთისაა. ამის დამკვიდრება და ყველაფერში ღმერთის ძიება მართლა გამბედაობაა. როცა მამა ამბობდა, რომ მზე მიყვარს, ზღვას ველაპარაკებიო, ეს სიმართლე იყო. მართლა მინახავს, მამა როგორ ელაპარაკებოდა ხელაპყრობილი და მეგონა, რომ მზეს ელაპარაკებოდა. როცა გულრიფშში ჩავდიოდით, სულ მეუბნებოდა, მიდი ზღვასთან და მიესალმე, უთხარი, რომ ჩამოხვედიო. ან მეტყოდა, ღამე აუცილებლად დაჯექი და მზე რომ ჩადის, დაემშვიდობე, დილას სათევზაოდ რომ მოდიხარ ჩემთან ერთად, მზე რომ ამოდის, მიესალმეო. წყალში მუხლებით მაყენებდა და მეტყოდა, დილას შეეხვეწე მზეს, რომ ამოვიდესო. გვიან მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ლოცვა და ვედრება იყო. ამას მამა ყოველდღე აკეთებდა. ძაღლს მართლა ელაპარაკებოდა, ამბებს არ უყვებიან ძაღლს, მურადას საშუალებით სიყვარულს არ უხსნიან მერის, ძაღლები სიკვდილის წინ არ ეუბნებიან ილარიონს, არ ინერვიულო, ილარიონ, ძაღლი კოჭლობით არ კვდებაო. ეს სიკვდილთან საუბარი იყო ძაღლის ენით. ეს ყველაფერი ძალიან გვიან გავაანალიზე და გვიან მივხვდი, რომ ღმერთს ესაუბრებოდა. “მარადისობის კანონსა” და “თეთრ ბაირაღებში” როცა გამოცხადებებია, როცა მზეს მიყვება, როცა მზესთან ერთად თეთრ ბაირაღს გადმოფენს, იქ უკვე ყველაფერი გაშიფრულია. თუ ოდნავ მაინც ჩახედულია ადამიანი, უკვე გასაგებია, რომ ეს ღმერთია. “თეთრი ბაირაღები” მთლიანად 10 მცნებაზეა აგებული. მამა რომ საოცრად ბევრს წერდა ღმერთზე, სიცოცხლეზე, სიკვდილზე, კეთილშობილებაზე და ეს ყველაფერი რომ ღმერთი იყო, ამაზე თვალი ამიხილა პატრიარქმა. მამას გარდაცვალების მეცხრე დღეს პატრიარქმა სიონში გადაუხადა პანაშვიდი და შემდეგ იქადაგა. მაშინ მოვისმინე დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდი, ნიჭიერი და ჭკვიანი კრიტიკოსის საუბარი ლიტერატურაზე. არ ვიცოდი, რას ნიშნავდა პატრიარქი, ვიცოდი, რომ ის იყო მღვდელმთავარი, მას უნდა ემთხვიო, მოწიწებით მოეპყრა, ეს ყველაფერი ვიცოდი სიტყვების დონეზე, მაგრამ იმ წუთას პატრიარქი ჩემთვის იყო ყველაზე დიდი ლიტერატურათმცოდნე, რომელმაც ყველაფერი, რასაც მამას ნაწარმოებების კითხვისას ვგრძნობდი, წინ დამილაგა და მითხრა, რომ მზე არის ღმერთი, რომ სიყვარული არის ღმერთი, ციტატებს ამბობდა მამას ნაწარმოებებიდან და იქვე გვიშიფრავდა. რას ნიშნავს, რომ “ადამიანი ფრესკა არ არის, რომ მას ერთ სიბრტყეში კი არ უნდა უყურო, უნდა შემოუარო და საიდანაც უკეთ იმზირება, იქიდან შეხედო”. იმაზე დიდი კეთილშობილება არ არსებობს, რომ, დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, მისი კარგი მხარეც დაინახო. ეს იყო საოცარი რამ, რომელიც ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება.

მამა საავადმყოფოში დიდხანს იწვა. პატრიარქი რამდენჯერმე მოვიდა მის სანახავად. ბოლოს მამამ დაგვითხოვა სულ ყველა ოთახიდან, გვითხრა, მარტო დამტოვეთო. მაშინ აღსარება უთხრა უწმინდესს, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე. პატრიარქი მამასგან რომ გამოვიდა, თქვა, რომ მქონდეს იმის უფლება, ნოდარმა აღსარებაში რაც მითხრა, ის განვაცხადო, მრევლს გავაასმაგებდი, მაგრამ ეს აღსარებაა და ამის თქმის უფლება არ მაქვს, ძალიან ბევრი აღსარება მომისმენია, მაგრამ ასეთი არასოდეს, მზად იმქვეყნიური ცხოვრებისთვის ასე მომზადებული ჯერ ადამიანი არ შემხვედრიაო. ერთხელ შემთხვევით შევხვდი პატრიარქს ყაზბეგში, რომელიც მამასთან ბოლო შეხვედრას მოყვა: რომ შევედი ნოდართან პალატაში, მომაკვდავი ფეხზე ამდგარი დამხვდაო. მამა მონიტორზე შეერთებული იყო, სულ მავთულებში გახლართული და დღემდე მიკვირს, როგორ შეძლო ფეხზე წამოდგომა. უწმინდესს უთქვამს, ნოდარ, დაბრძანდიო. მამას უპასუხია, არა, პატრიარქს დამჯდარი ვერ შევხვდებიო. ეს დეტალი მართლა არ ვიცოდი, იმიტომ, რომ მამამ გვითხრა, თქვენ გადით, პატრიარქთან მარტო უნდა დავრჩეო. მე, დედა და მანანა გამოვედით. ნამდვილი სასწაულია, უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ფეხზე წამოუდგა მომაკვდავი კაცი უწმინდესს.

***

მამას სახლში თავისი ეკლესია ჰქონდა. მისი მეგობარი იყო ჩვენი მეზობელი, თენგიზ მენთეშაშვილი. ერთხელ ბავშვებთან ერთად მოვიდა ჩვენთან. მამა ავად იყო და საძინებელში რომ შემოვიდნენ, ძია ნოდარ, თქვენ ცრუმორწმუნე ხართო, ბავშვებმა უთხრეს, ამდენი ხატები რომ დაინახეს. ცრუმორწმუნე მამათქვენია, მე მორწმუნე ვარო. ამის შემდეგ ეს ამბავი ხუმრობად მთელ თბილისში დადიოდა. მამა ხატებთან დამხობილი მინახავს მავედრებელი. ეს ჩვენს ოჯახში ჩვეულებრივი ამბავი იყო. “იქნებ ვაზია სამშობლო. აბა დააკვირდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლაში – ცაში ხელაპყრობილმა, ორივე საოცრად ჰგავს ლოცვას. ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს.” ჩვენ ეკლესიებშიც დავდიოდით. ბავშვობაში ალავერდი, გრემი, ბევრი სალოცავი მაქვს ნანახი. სვეტიცხოველში ძალიან ხშირად დავდიოდით. ერთხელ შევედით, ვიღაც კაცი იყო უცხოელ სტუმრებთან ერთად და იმან გააცნო მამაჩემი, მწერალიაო. ბატონო ნოდარ, ექსკურსიაზე გყავთ შვილიო? მამამ უპასუხა, არაო. ამოიღო ჯიბიდან წითელი თუმნიანი იმ კაცის თანდასწრებით და წადი, სანთლები იყიდეო, მითხრა. ჩვეულებრივად გამოვართვი ფული, როგორც ყოველთვის ხდებოდა, წავედი, ვიყიდე სანთლები და მერე ერთად დავანთეთ. ბავშვობაში სვეტიცხოველში სულ მაცხოვრის იმ ხატის მეშინოდა, თვალს რომ გაყოლებს. რა თქმა უნდა, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ უფლის კვართი იქ იყო, ბავშვობიდან ვიცოდი, რომელი ხატი ვისი იყო, მიცვალებულთან სად უნდა დამენთო სანთელი და ა.შ. მამა, ეს კაცი ვინ იყო-მეთქი და კაგებეს გენერალიო, მიპასუხა. მამაჩემმა სახარება ძალიან კარგად იცოდა, “კუკარაჩაში” მილიციონერს უკითხავს სახარებას ანიკო დეიდა. ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი რამ იყო ჩვენს ოჯახში.

***

მამა ხშირად ჩანაწერებს აკეთებდა, მათ შორის, სახარებაზეც. სასწაულად განმარტა სიტყვა “ლაზარეთი”. მამა წერდა: “სულ ერთი კვირის წინ აღმოვაჩინე, რომ ფრანგული სიტყვა ლაზარეთი, რომელიც ლექსიკონში საველე ჰოსპიტალად არის განმარტებული, ლაზარედან მოდის. ამას რომ მიხვდე, აუცილებელი არ არის, იყო ენათმეცნიერი ან ლინგვისტი. მერე ერთ ლინგვისტს გავუმხილე ვარაუდი, ალბათ ლაზარედან არის, ქრისტემ რომ გააცოცხლა ლაზარე-მეთქი. ძალიან გაუკვირდა. შემდეგ ლექსიკონში ჩავიხედე, ბერძნულად ლაზარე ღვთის წყალობას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ღვთის წყალობაა, კაცს რომ გააცოცხლებ. ეს შეიძლება ლინგვისტმაც არ იცოდეს, ლაზარე რომ იცოდე, სახარება უნდა გქონდეს წაკითხული, ხოლო ჩვენი ლინგვისტების უმრავლესობას სახარება არ აქვს წაკითხული. თანაც უნდა გქონდეს წაკითხული ოთხთავი მთლიანად, იმიტომ, რომ ლაზარეს სასწაული მარტო იოანეს სახარებაშია. ეს თუ არ გაქვს წაკითხული, ვერ მიხვდები. ასე რომ, ეს აღმოჩენა ჩემი უმეცრების ბრალი კი არ არის, არამედ იმის დამსახურებაა, რომ ოთხივე სახარება წაკითხული მაქვს და მივხვდი, ის ლაზარეა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ოთხთავი ენათმეცნიერსა და ლინგვისტს უნდა ჰქონდეს წაკითხული, როგორც სავალდებულო წიგნი. ძველ აღთქმაზე არაფერს ვამბობ.”

“მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ იმ 40-მა დღემ განსაზღვრა და განაპირობა ნოეს აქეთ არსებული კაცობრიობის მორალური და ზნეობრივი საქციელი. შემთხვევით როდია ლექსიკონში კიდობანი ასე განმარტებული – “ფიცრის კოლოფი, რომელსა შინაცა იუდეანთა აქუან დამარხულ ფიცარნი სულისანი.” სწორედ ის 40 დღე გახლდათ დრო იმ სულიერი კათარზისისა, რომელიც განიცადა კაცობრიობამ, რამეთუ იმ 40 დღეში არ შეიძლება ნოეს ანალიზი არ გაეკეთებინა იმ შემზარავი სასჯელისათვის, რომლითაც დასაჯა გამჩენმა მის მიერვე შექმნილი და სულჩადგმული ადამიანი. მხოლოდ ასე და ამ ასპექტში უნდა იყოს წაკითხული ყოველგვარი მითოლოგიური და ბიბლიური, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია და ვფიქრობ, არც შეიძლება.”

***

პ.ს. ნოდარ დუმბაძემ ლოცვაც თავისებური იცოდა: “ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი. განკურნე ყოველგვარი სენისაგან, მიეცი ჯანი მრთელი, ღონე შლეგი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი. დააშთე თვალი ყოველი მოშურნე მისი. საუკუნოდ დაგმანე ყური, მსურველი და მსმენელი მისი სიავისა. გაახმე ხელი ყოველი აღმართული მისი სიცოცხლის ხის მოჭრის სურვილად. დალოცე აკვანი, კალთა და ძუძუ საქართველოსი, ქართველი ხალხის მშობელისა. აავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი პურით, მარანი ღვინით, ახორი საქონლით, კერია ფრინველით და გული სათნოებით. ააჟრიამულე ეზო-კარი ყოველი ქართველისა ბადიშებით, შვილიშვილებითა და მათი შვილებით. დაუშრეტელ მდინარედ იდინე ბედნიერებავ ჩემს ქვეყანაში. არ მოუშალო გონიერი ერისკაცი და მწყემსი ჩემს საქართველოს. ნატვრისთვალი დაუდე ამ ახალი წლის ღამით სასთუმალს ყველა მშრომელს, რათა დილით ადგეს, ნახოს და მამულის უკვდავება ინატროს. მიიღე მამულო, ეს ლოცვა!”

წყარო: artinfo.ge
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20 დეკემბერი, 2025
კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025
კულტურა

„საინტერესო, განსხვავებული გამოფენა“:  გურული მხატვრები საშემოდგომო მოლბერტთან

22:21; 1 დეკემბერი, 2025
კულტურა

“ასეთი იდეა მაქვს”- “მარტო სახლში”-ს მსახიობი ფილმის გაგრძელების იდეაზე

20:04; 26 ნოემბერი, 2025
კულტურა

“ფანტომასი”

13:29; 23 ნოემბერი, 2025

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს

გიგლა აგულაშვილი: "გარკვეული ბალანსია მოსაძებნი"

ყველა სიახლე

საზოგადოება

“დაგეგმილია სამუშაოები მრავალი მიმართულებით” _ რომელმა კომპანიამ განახორციელებს ზედამხედველობას

11:45; 26.12.2025
საზოგადოება

“ავადმყოფობამ საახალწლოდ შემოგვიტია” _ ოზურგეთში აფრიკული ცხელებით კვლავ ბევრი ღორი დაიხოცა

11:43; 26.12.2025
ფინანსები

ტენდერი ბენეფიციარების კვებისთვის

11:40; 26.12.2025
ფინანსები

მერიასა და საკრებულოში ხელფასები იზრდება

11:38; 26.12.2025
პოლიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

11:30; 26.12.2025
ზაფრანი

ვისთვის იქნება 2026 წლის იანვარი განსაკუთრებით წარმატებული

11:00; 26.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩ დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
სამართალი

საგამოძიებო სამსახური – სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 4 მლნ-მდე ლარის ზიანის მიყენებისთვის რვა პირია დაკავებული

10:34; 26.12.2025
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე და რომელ მონაკვეთებზე აიკრძალა თოვის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა

10:26; 26.12.2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები სტუდენტებისთვის

10:24; 26.12.2025
ზაფრანი

დაიცავით თავი ავი თვალისგან

10:20; 26.12.2025
ზაფრანი

დედამთილების ჰოროსკოპი

10:18; 26.12.2025
ზაფრანი

რძლების ჰოროსკოპი

10:16; 26.12.2025
ზაფრანი

სიძე ჰოროსკოპის ნიშნების მიხედვით   

10:15; 26.12.2025
პოლიტიკა

“მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” – კახა კალაძე

10:10; 26.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩ დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო