გურიის გუბერნიაში გამოცხადებული კონკურსი ჩაშლილია. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გუბერნატორის მოვალოების შემსრულებელმა ქეთევან მოესწრაფიშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით საკონკურსო კომისიას არცერთი აპლიკანტი არ მოეწონა:
_ კონკურსი 17 ნოემბერს 7 ვაკანსიაზე გამოცხადდა.. ორ სამსახურში იყო გამოცხადებული _ აპარატში და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურში. განაცხადი შემოიტანა 54-მა. მეორე ეტაპზე გადავიდა 50. საბოლოო, გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 23.
_ 23 ადამიანიდან ერთის არჩევაც ვერ მოხერდა?
_ სამწუხაროდ ვერა.
_ ჩვენი ინფორმაციით კონკრეტული პიროვნებები გსურდათ თანამდებობაზე და იმის გამო, რომ მათ კომისიას თავი ვერ მოაწონეს კონკურსი ჩაშალეთ…
_ საბუთები იმ ადამიანებს უნდა შემოეტანათ, ვისაც გასაუბრებაზე გასვლა სურდათ. ჩვენ შეზღუდულები ვიყავით. კონკრეტულ პირებს ნამდვილად ვერ დავნიშნავ, აქ კონკურსია და ხელშეკრულებით ნამდვილად ვერავის ავიყვან.
_ კანონზე არ ვსაუბრობთ ქალბატონო ქეთევან… თქვენი მოსაწონი ერთი ადამიანიც არ აღმოჩნდა?
_ ჩემ მოწონებაზე აქ არ არის საუბარი. კომისიამ რატომღაც ვერ შეარჩია.
_ თქვენც ხომ კომისიის წევრი იყავით?
_ კი, მაგრამ ეს არის ის თანამდებობები, რომლებზეც წინა კონკურსის დროსაც ვერავინ შეარჩიეს, მაშინაც ჩაიშალა. მეც ხომ კონკურსით მოვედი აქ.
_ თქვენი შემცვლელიც ვერ შეირჩა? ვგულისხმობთ იმ თანამდებობას, რომელსაც გუბერნატორის მოვალეობის შესრულებამდე იკავებდით…
_ მე ვიკავებდი თვითმართველობს ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობას. სამწუხაროდ, ესეც ვერ შეირჩა.