საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიამ" მესამე უკრაინელი ლეგიონერი, 26 წლის შუახაზელი დიმიტრი ზაზულია დაიმატა.
ფეხბურთელი უკვე შეხვდა კლუბის პრეზიდენტს, ზაზა ურუშაძეს, რომლის თქმითაც, ახალწვეული ზაზულია კლუბის დახმარებას შაბათს "შუქურასთან" შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
ინფორმაცია "გურიას" ახალ ლეგიონერზე მწირი გვაქვს, მაგრამ ერთი ვიცით დანამდვილებით, რომ ეს ის ზაზულია არაა, რომელიც უკრაინის დღევანდელი ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.