სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის გურიის მხარის ადმინისტრაციაში 2014 წლის 17 ნოემბერს გამოცხადდა კონკურსი შვიდ ვაკანსიაზე – აპარატში და თვითმმართველობების ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურებში.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველი – აპლიკაციების გადარჩევა, მეორე – გასაუბრება. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 54 აპლიკანტმა. მათგან გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 50, ხოლო უშუალოდ გასაუბრებაზე გამოცხადდა 23 აპლიკანტი.
"გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში კონკურსის მეორე ეტაპი – გასაუბრება 2015 წლის 8 თებერვალს ჩატარდა. მიმდინარე წლის 24 თებერვალს კი გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე უყარეს კენჭი. საკონკურსო- საატესტაციო კომისიის წევრებმა,თანამდებობებზე დასანიშნად არცერთ კანდიდატს მხარი არ დაუჭირეს.
კონკურსი 24 თებერვლის, შესაბამისი ოქმითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილების 14-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ჩაშლილად გამოცხადდა" _ აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე თემაზე: გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი: "სამწუხაროდ, ჩემი შემცვლელი ვერ შეირჩა"