ქალაქ ოზურგეთის, #2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში "ადამიანი კანონი თავისუფლებას" თავმჯდომარე გიორგი ჭულუხაძე და პროექტის ხელმძღვანელი დასავლეთ საქართველოში, გიორგი მღვდელაძე იმყოფებოდნენ.
გიორგი მღვდელაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ 64 მუნიციპალიტეტში ხდება ჩამოყალიბება "ახალგაზრდული საკრებულოების". მისივე თქმით, საკრებულოები 11-12 კლასელებით დაკომპლექტდება.
"შერჩეული ახალგაზრდები გაივლიან ტრენინგებს არჩევნების და მისი მნიშვნელობის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის, ლიდერობის, მედიასთან ურთიერთობის, დიპლომატიური ურთიერთობებისა და კავკასიოლოგიის შესახებ". _ თქვა გიორგი მღვდელაძემ.
ოზურგეთში გამართულ შეხვედრას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გელა კობალაძე და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"მივესალმები ახალგაზრდების გააქტიურებას. დარწმუნებული ვარ, რომ გურული ახალგაზრდა პოლიტიკოსები წარმატებულები იქნებიან". – თქვა გელა კობალაძემ.
ახალგაზრდული საკრებულოები გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდება.