ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორი დღის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის PHR-მა ტრენინგი ჩაატარა.
"საჯარო მოხელეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ თვითმმართველობის როლს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებში, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა კონვენციის (UN CRPD) ძირითად პრინციპებს და მის გამოყენების მექანიზმებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
ტრენინგის მონაწილეებს ვაჩვენებთ საუკეთესო გამოცდილებას, როგორც საქართველოში მასშტაბით წარმატებული საქმეების, ასევე საერთაშორისო გამოცდილებასაც, როგორ მუშაობენ ეფექტური თვითმმართველობები სხვა ქვეყნებში, რა პრაქტიკული პრობლემები დგას და როგორ უმკლავდებიან ამ პრობლემებს." – გვითხრა "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ.
ტრენინგი განხორციელდა ევროკავშირისა და ფონდის "ღია საზოგადოება საქართველო" პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებისა და შესაძლებლობის მხარდაჭერა, თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მონაწილეობის უზრუნველსაყოფად" ფარგლებში, რომელსაც PHR ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და ,,ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ ერთად.