28 თებერვალს, ოზურგეთში გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის პოლოტიკური საბჭოს წევრი ავთანდილ (ზურაბ) ჩხაიძე რაიონის პარტიული ორგანიზაციის აქტივისტებს შეხვდა.
პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის გურიის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარედ დაინიშნა კახა ჩავლეშვილი. აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა მანუჩარ გოგრაჭაძე. პარტიის პიარ-მენეჯერის ფუნქციას შეასრულებს ხათუნა შარაშიძე. ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე კვლავ თამარ ნადირიძე დაინიშნა.
რაც შეეხება რაიონული ორგანიზაციების (ლანჩხუთი, ჩოხატაური) პარტიული ხელმძღვანელობის ვინაობას, რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და პოლიტ-საბჭოს წევრთა შორის კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.