"თავისუფალი დემოკრატების" წევრისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, თემურ სალუქვაძის თქმით, ქალაქის თვითმართველობაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გასცდა ყოველგვარ კონსტრუქციულ და ეთიკურ ნორმებს.
"ვფიქრობ, თითოეული დეპუტატი მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის მიმართულ ნებისმიერ პროექტს. ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისათვის კი აუცილებელია კვალიფიციური და კოლეგიალური მიდგომები. რაც პირველ რიგში, აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოებების ხელმძღვანელობის უზრუნველსაყოფია. სხვა შემთხვევაში, ურთიერთობები შევა ჩიხში და დაასუსტებს თვითმართველობის ქმედითუნარიანობას, რაც საბოლოო ჯამში დააზარალებს ჩვენი ქალაქის ინტერესებს.
კეთილი უნდა ინებოს ყველამ, სახელმწიფო, თუ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა, პატივი სცენ ხალხის მიერ არჩეულ ყველა ინსტიტუციას და არგუმენტირებულად წარმოადგინონ პროექტის მიზანშეწონილობა. ასეთი საქმიანი მიდგომებითა და ურთიერთპატივისცემით მიიღება სწორი გადაწყვეტილებები. და საერთოდ, მომავალშიც, ამ ფორმატის დამკვიდრება უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალეობასა და საზოგადოების თანამონაწილეობას.
მოვუწოდებ საკრებულოს ხელმძღვანელობას, იყოს მეტად ქმედითუნარიანი, პრინციპული, სრულფასოვნად განახორციელოს საკუთარი უფლება-მოვალეობანი."