უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისთვის გამოგზავნილ წერილში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, მადლობას უხდის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და უკრაინელი ხალხისადმი გამოხატული სოლიდარობისთვის:
"თქვენო აღმატებულებავ!
2015 წლის 26-30 იანვარს სტრასბურგში ჩატარდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის პირველი ნაწილი, რომლის დროსაც არაერთხელ შეეხნენ უკრაინის თემას, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ესკალაციის გაგრძელების კონტექსტში.
უკრაინის უმაღლეს რადაში დიდად აფასებენ, რომ საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი პრინციპულობა და სიმტკიცე ევროპის საბჭოს ინტერესების დაცვაში, როდესაც მიმართა რუსეთის ხელისუფლებას შემდეგი მოთხოვნებით: ყირიმის უკანონო ანექსიის გაუქმება, უკრაინის ტერიტორიიდან ჯარის გაყვანა, მებრძოლების იარაღით უკანონო მომარაგებისგან თავის შეკავება და უკრაინის სახალხო დეპუტატის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრის, ნადია სავჩენკოს, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული უკრაინის სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
ამასთან დაკავშირებით, უკრაინის უმაღლესი რადას სახელით და პირადად ჩემგან, გთხოვთ გადასცეთ საპარლამენტო ასამბლეაში თქვენი პარლამენტის წარმომადგენლებს გულწრფელი მადლიერება მათ მიერ დემონსტრირებული სოლიდარობისთვის უკრაინელი ხალხისადმი, რომელიც მიისწრაფის დაიცვას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა, აღადგინოს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე" _ აღნიშნულია წერილში.