ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ჯანიკო ჩიტაიშვილი დაინიშნა, მან ამ პოსტზე ვარდენ რუსიეშვილი შეცვალა.
ჯანიკო ჩიტაიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ცხოვრობს, ის რამდენიმე წელია, გურიის სამაშველო სამსახურში ერთერთ თანამდებობაზე მუშაობდა.
ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურში ჯერჯერობით 9 თანამშრომელია, რომლებიც თანამდებობებზე სამთვიანი ხელშეკრულებით არიან დანიშნულები. აპრილიდან კი აღნიშნულ სამსახურს 9 თანამშრომელი უნდა დაემატოს.