"თავისუფალი თაობის" წევრებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან აქცია გამართეს, სადაც ბანერი – "არ გამოგივათ 21 მარტის რევანში" დაწვეს და სანაგვე ურნაში ჩააგდეს..
ბანერზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ერთობლივი ფოტო იყო გამოსახული. ამის შემდეგ "თავისუფალი თაობის" წევრებმა პარტიის ოფისს კვერცხები ესროლეს.
პოლიციის ეკიპაჟმა "თავისუფალი თაობის" თავმჯდომარე ლადი სადღობელაშვილი და ხუთი წევრი დააკავა.