ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრმა, ინდურ ჰოკეის უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონატში ჰოკეიში გოგონათა ხუთი გუნდი მონაწილეობდა.
დაძაბული შეხვედრების შემდეგ პირველ ადგილზე ქუთაისის, ხოლო მეორე და მესამზე აბაშის და ჩოხატაურის გუნდები გავიდნენ. გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები, დიპლომები, მედლები და თასი გადაეცათ.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე სამი გოგონა დასახელდა: ხატია სიხარულიძე (ჩოხატაური), სალომე ნადარეიშვილი (აბაშა), სოფო რიჟამაძე (ქუთაისი); საუკეთესო მეკარე – ანი სალდაძე (ქუთაისი); საუკეთესო ნახევარმცველი – სოფო ხორჩილავა (აბაშა); საუკეთესო ბომბარდირი – თეონა კუპრაძე (ქუთაისი), ტურნირის საუკეთესო მოთამაშე- ლელა სვინტრაძე (ქუთაისი).
ავთანდილ თევდორაძე, საქართველოს ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი: საქართველოს ჩემპიონატი ინდურ ჰოკეიში გოგონებმა გახსნა და მივესალმებით ამ ფაქტს. ძალიან დაძაბული თამაშები ვიხილეთ. იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ქართველი გოგონები წარმატებას მიაღწევენ.
შალვა ბოლქვაძე, საქართველოს ჰოკეის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოს პირველობა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და პირველი ადგილი ქუთაისის გუნდმა დაიკავა. მარტში ასევე გაიმართება ინდური ჰოკეის პირველობა, ამ ეტაპზე ბიჭებისთვის.