აღნიშნულის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა და უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველმა, მიხეილ სააკაშვილმა "სიენენის" ეთერში განაცხადა.
მან ასევე გაიხსენა ბორის ნემცოვთან ბოლო შეხვედრა კიევში, რომელიც მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა.
"ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაზე, ვინაიდან ის ამზადებდა მოხსენებას უკრაინაზე. სადილის დროს მან მკითხა, თუ რატომ ვიყავი დაცვის გარეშე და გამაფრთხილა რომ არასოდეს წავსულიყავი სადმე მარტო. რამდენიმე დღის შემდეგ კი ის სწორედ პირადი დაცვის გარეშე იყო, როდესაც მოკლეს. მსგავს ვითარებაში ბევრი დაიღუპა. როდესაც საქმე გაქვს "მაფიოზურ" მთავრობასთან, აღარ არის გასაკვირი მსგავსი შემთხვევები", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.