"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, იურიდიულ პირებს ბუნებრივი გაზის საფასური არ გაუძვირდებათ.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, იურიდიული პირებისთვის ძალაში რჩება ტარიფი, რომელიც 1-ელ მარტამდე მოქმედებდა.
"შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის (იურიდიული პირები) მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება და ძალაში რჩება 2015 წლის 1 მარტამდე მოქმედი ტარიფი. კომპანია აგრძელებს კონსულტაციებს. შედეგები გეცნობებათ დამატებით", _ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.