ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, “პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოჩა ძიმისტარაშვილი ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის თანამდებობიდან გადაყენების მიზნით ბრძოლას იწყებს.
„ოზურგეთის საკრებულომ მხარი დაუჭირა მერის ბეგლარ სიორიძის წინადადებას ქონების 35 წლის ვადით ე.წ. ბიზნესმენ გოჩა სალუქვაძისთვის გადაცემის შესახებ.
ძვირფასო ოზურგეთელებო თქვენთვის მომინდვია არჩევანი, თუმცა ვიტოვებ უფლებას განვაცხადო, რომ ბეგლარ სიორიძე ნამდვილად არის ძალიან დიდი სირცხვილი. ამიტომ თავს მოვალედ ვთვლი დავიწყო ბრძოლა მისი თანამდებობიდან გადაყენების მიზნით, თუ რა თქმა უნდა, მექნება დეპუტატების მხარდაჭერა, ხოლო თუკი ეს ადამიანი მაინც დარჩება მერის თანამდებობაზე ( და ეს შესაძლებელია, რადგან ის ძალადობს დეპუტატებზე) არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ხელში ჩაიგდოს ისედაც მწირი ქონება, რაც დღეის მდგომარეობით ოზურგეთშია. ასევე უმკაცრესად გავაკონტროლებთ მის საქმიანობას, დავითვლით თითოეულ ლარს“. – აცხადებს გოჩა ძიმისტარაშვილი.
“გურია ნიუსი“ ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.