დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძემ, დედის დღის აღსანიშნავად, ყველა ქალ დეპუტატს ყვავილები ჩამოურიგა.
„ლელა სად არის, ლელა?“ _ იკითხა ბატონმა დიმიტრიმ და რაკი „გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენელი ქალბატონი ჯერ მოსული არ იყო, ყვავილი თავის მაგიდაზე დადო, მოვა და გადავცემო.
მალე ლელა ნაცვალაძეც გამოჩნდა, დაგვიანებისთვის ბოდიში მოიხადა და სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერა დააფიქსირა. დიმიტრი კვერღელიძემაც დაგვიანებით მიულოცა და გადასცა მისთვის განკუთვნილი ჰოლანდიური გერბერი, რასაც დეპუტატების ღიმილიანი აპლოდისმენტი მოჰყვა.