"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ახმეტის რაიონული ორგანიზაცია, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სამი "ჯიპის" მარკის ავტომობილს შესყიდვის ფაქტს აპროტესტებს.
"ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს ათზე მეტი ავტომობილი ემსახურება და ახლის შეძენა, რაიონში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალურის მდგომარეობის ფონზე, გაუმართლებელია.
იმ დროს, როდესაც მუნიციპალიტეტის გამგეობა სოციალურად დაუცველ მოსახლეობის ნაწილს უარს ეუბნება უფასო კვებაზე, ზედმეტად მიგვაჩნია 36 000 ლარის საკუთარი კეთილდღეობისა და ფუფუნებისთვის გამოყენება.
თითოეული ავტომობილის შეძენა კი ზედმეტ ხარჯებს გამოიწვევს. მთლიანობაში, ამ მანქანების შენახვა მუნიციპალიტეტს ათობით ათასი ლარი დაუჯდება" , – ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი უჯირაული.
"გაერთიანუბული დემოკრატიული მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის გამგებელის, ბექა ბაიდაურის სარგებლობაშია "ტოიოტა კამრი" და "ლექსუს" GX470.
გარდა ამისა, ორ – ორი მანქანით სარგებლობენ გამგებლის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე და გამგეობის სამსახურის უფროსები.
მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილების შენახვის ხარჯი წლიურად 150 000 ლარს აღემატება.