25 თებერვლიდან უკვე უნდა დავიწყოთ საგანგებოდ მოწყობილ კვალსათბურებში ბოსტნეული კულტურების დათესვა.
წიწაკა, პომიდორი, ბადრიჯანი, რეჰანი, ბულგარული, შაშტრამი, ზაფრანი უნდა დავთესოთ საგანგებოდ მომზადებულ, ნეშომპალითა და ნაკელით შემზადებულ ნიადაგში. მერე კი პოლიეთილენის პარკით დავხუროთ. ასევე, უნდა დავთესოთ კიტრი. დრო და დრო კი, საჭიროების მიხედვით, მოვრწყოთ, გავასუფთაოდ სარეველებისგან. მზიან ამინდში კი გადავაძროთ პოლიეთილენის პარკი, მზის ჩასვლის ჟამს კი ისევ დავახუროთ.
კვალსათბურებში ნერგებზე მზრუნველობა და მეთვალყურეობა აპრილის ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ, შემდეგ კი ამ ნაადრევი ნერგების ღია გრუნტში გატანა უნდა დავიწყოთ.
ცალკე კვალსათბურებში უნდა მოვათავსოთ გოგრა და კიტრი. მოგვიანებით, შეიძლება კვლავ დავთესოთ კიტრი და სხვა ბოსტნეული კულტურები, რაც საადრეო ნერგების სახით გამოგვყავს. გამონაკლისია გოგრა, რომელსაც ახლა უნდა მივაქციოთ საგანგებო ყურადღება. მოგვიანებით დათესილი გოგრა, განსაკუთრებით გურიაში, დროულ სიმწიფეს ვერ ასწრებს. ამიტომ ის თებერვლის ბოლომდე აუცილებლად უნდა დათესოთ.