"გთხოვთ შემიწყვიტოთ საკრებულოს წევრის უფლებამოსილება" _აღნიშნული განცხადებით მიმართავდა ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, ენმ-ს ყოფილი წევრი ირინა საჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძეს.
საჯაიამ აღნიშნული განცხადება ენმ-ს ოზურგეთის რიონულ ორგანიზაციაში გუშინ დაწერა.
თუმცა, გადაწყვეტილება დეპუტატმა მეორე დღესვე შეცვალა მან პარტია დატოვა.
"მისი უპასუხისმგებლო ქცევა მიუღებელია ჩვენთვის, რადგან პარტიაში განიხილებოდა მისი, როგორც საკრებულოს დეპუტატის გადაყენებისა საკითხი პარტიიდან გარიცხვის საკითხი, მან დაასწრო მოვლენებს და თავად დატოვა პარტია", _ ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი დავით მჟავანაძე, ყოფილი თანაპარტიელის გადაწყვეტილებას.
მჟავანაძე კომენტარს "გურია ნიუსთან" აკეთებს და აღნიშნავს, რომ ირინა საჯაიას ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლების მხრიდან შანტაჟსა და ზეწოლას უკავშირებს.
"მიუხედავად იმისა, მან გუშინ განაცხადა რომ მისი გადაწყვეტილება იყო შეცდომა და ის დატოვებდა საკრებულოს მანდატს მისგან ამ გადაწყვეტილებას ველოდით რადგან მის მიმართ ჯერ კიდევ არჩევნების პერიოდში გაჩნდა კითხვები"
"მიუხედავად დაშინებისა, გადაბირებისა, შანტაჟისა "ნაციონალური მოძრაობა"კვლავ გააგრძელებს ბრძოლას ამ უნიათო მთავრობასთან, გაბატონებულ ნეპოტიზმთან და კორუფციასთან", _ აღნიშნავს მჟავანაძე.