(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ წინასაარჩევნო სამზადისი დაიწყო, რაც ძალოვნები უწყებებში კადრების ცვლაშიც გამოიხატება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების აჭარა-გურიის მესამე სამმართველოს ლანჩხუთის განყოფილების უფროსად ოზურგეთელი გია გიორგაძე დაინიშნა, ხოლო ჩოხატაურის განყოფილების უფროსად _ ირაკლი ანდღულაძე.