https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ხაჭაპური, შაურმა, ლუდი და შიგადაშიგ… გაზეთიც!

16:11; 30.11.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

29 ნოემბერს, თბილისის მერიის წინ, მედიის წარმომადგენლებმა ათასი ახალი ჯიხურის პროგრამის ფარგლებში აუქციონის გამოცხადება გააპროტესტეს. ჟურნალისტები, მედიასაშუალებების მფლობელები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ხელისუფლების ამოქმედებას ბეჭდური მედიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებენ.

თბილისის მერიამ სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლების მოსაპოვებლად დედაქალაქში, 1000 ადგილზე, აუქციონი 11 ნოემბერს გამოაცხადა. 150 ლოტი იმ ადგილს ემთხვევა, სადაც წლების განმავლობაში “პლანეტა ფორტეს”, “მაცნეს”, “ელვასერვისის” და ცალკეული კერძო გამავრცელებლების კუთვნილი საგაზეთო ჯიხურები იდგა. ვინც აუქციონში გაიმარჯვებს, მას შეეძლება საკუთარ ჯიხურში ნებისმიერი სახის პროდუქცია გაყიდოს.

დაჩი გრძელიშვილი, გაზეთი “კვირის პალიტრა”: _ შეიქმნა საფრთხე, რომ გაზეთების გავრცელების საშუალება აღარ ჰქონდეთ გაზეთის გამომცემლებს. შეიძლება ითქვას, რომ ახლებურ ტაქტიკასთან გვაქვს საქმე მას შემდეგ, რაც გამოცხადდა ტენდერი ჯიხურების ადგილებზე და რომელიც ეხებოდა წესით მცირე და საშუალო ბიზნესს. აღმოჩნდა, რომ კონკურენციაში და კონკურსში მოექცნენ გაზეთებისთვის განკუთვნილი ჯიხურებიც ანუ მათაც მოთხოვეს ამ ჯიხურების აღება და ამავე ადგილებზეც ხდება კონკურსის გამოცხადება. შედეგად მივიღებთ იმას, რომ გაზეთებში კი დავწერთ იმას, რაც გვინდა, მაგრამ წავიკითხავთ მხოლოდ ჩვენ თვითონ, რადგან ჟურნალ-გაზეთის და წიგნის გავრცელების საშუალება აღარ იქნება.

_ ეს პროტესტი ამ აქციით სრულდება თუ კიდევ იგეგმება სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება?

_ რა თქმა უნდა ერთი საპროტესტო აქციით არ შემოვიფარგლებით, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ ჩაივლის საფრთხე და მერია არ გადაწყვეტს, რომ შაურმის, ლუდის, ხაჭაპურის და გაზეთის ერთად გაყიდვა არ შეიძლება.

_ მაგრამ, როგორც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, 18 ჯიხური უკვე აღებულია.

_ კი, პროცესი სამწუხაროდ მიმდინარეობს და ეს აუცილებლად უნდა შეწყდეს.

ია ანთაძე, რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი და მედია ექსპერტი: _ ვაპროტესტებ იმას, რასაც თქვენ აპროტესტებთ და რასაც აპროტესტებენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს არიან მობრძანებულები. ჩვენ რა თქმა უნდა, უნდა დავიცვათ თავისუფალი სიტყვა. ჯერ კიდევ ზაფხულში “პალიტრის” სახლის მიმართ გახორციელდა ერთგვარი ზეწოლა და მაშინვე ვამბობდით, ეს ზეწოლა შესაძლებელია იყოს თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართული; გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი რიგითი შემოწმება. დღევანდელი დღე არის გაგრძელება იმ პროცესის, რომელიც ზაფხულში დაიწყო და ეს საქმე დღევანდელი დღით არ დამთავრდება იმიტომ, რომ გაზეთი გახდა ძალიან პოპულარული, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ეროვნული მაუწყებლები ინფორმაციის ძალიან მცირე ნაწილს აწვდიან საზოგადოებას, გაზეთები, მათ შორის რეგიონული _ პირველ რიგში, რეგიონული გაზეთები, საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას გაცილებით უფრო სრულად და პროფესიონალურად. ამიტომ, სრულიად მოსალოდნელი იყო გაზეთებზე შეტევის დაწყება და დღეს ამას ვხედავთ კიდეც. თუ “კვირის პალიტრის” დასაცავად თბილისელები ვიყავით მისული, დღეს აგერ ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობრები, სხვადასხვა ქალაქებიდან, რეგიონებიდან არიან ჩამოსული.

ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი, მედია ექსპერტი: _ ვდგავარ აქ და მხარს ვუჭერ აქციას, ამით ვცდილობ გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა ბეჭდური მედიის მიმართ იმიტომ, რომ პრესის გავრცელების მექანიზმების ასეთი შეზღუდვა გამოიწვევს სწორედ დემოკრატიის ხარისხის შესუსტებას ჩვენს ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად ნაკლებად იქნება ინფორმირებული ჩვენი საზოგადოება. ქვეყანაში, უბრალოდ, არ გვექნება გაზეთები.

ბასა ჯანიკაშვილი, მწერალი: _ ხელისუფლების ეს ნაბიჯი გაგრძელებაა წლების განმავლობაში მედიის კონტროლის მცდელობისა _ გადაკეტეს სარეკლამო შემოსავლები, დაიმორჩილეს ელექტრონული მედიის უდიდესი ნაწილი… ახლა უნდათ გადაკეტონ გაზეთების გაყიდვის გზები. შარშანაც იყო ამის მცდელობა, რაც ყველას კარგად გვახსოვს, წელს კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რადგან საარჩევნო წელი მოდის.

მამუკა ღლონტი, ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი: _ ვაპროტესტებ ხელისუფლების ძალადობას მედიაზე, ვთვლი, რომ ის, რაც მოიგონეს, მიმართულია ბეჭდური მედიის გავრცელების შეზღუდვისკენ.

შეიძლება თუ არა მსგავსი პრობლემა რეგიონებშიც შეიქმნას, ამ კითხვაზე პასუხი გაზეთ “რეზონანსის” რედაქტორის მოადგილემ და ამ აქციის ორგანიზატორმა ელისო ჩაფიძემ გაგვცა:

_ თუ რეგიონებში შეიქმნება მსგავსი პრობლემა, ძალიან ცუდი იქნება., ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ შემოგვიერთდა საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, რომ ქართული მედია, თავისუფალი მედია არის სოლიდარული ერთმანეთის მიმართ. თუკი ეს პრობლემა იქნება რეგიონებში, ჩვენ აუცილებლად ჩავალთ იქ, მოვაწყობთ აქციებს და არა მხოლოდ აქციებს _ ეს უნდა იყოს ძალიან დიდი მოძრაობა, რომ საბოლოოდ მოწესრიგდეს ბეჭდური პროდუქციის გაყიდვის სამართლებრივი საკითხები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ თემასთან დაკავშირებით, პრესის ასოციაციამ 2010 წლის მარტში პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, მგრამ პარლამენტი არღვევს რეგლამენტს და არ იხილავს კანონპროექტს. ჩვენ ვისხედით ჩვენთვის, სტატიებს ვწერდით, მაგრამ შემოგვივარდნენ რედაქციებში და გვიკრძალავენ მუშაობას _ მე ასე აღვიქვამ ამ პროცესს. ბოლომდე კბილებით დავიცავთ ყველა გაზეთის გამყიდველს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც გაზეთი სჭირდება და რა თქმა უნდა, ჩვენს უფლებას, რომ ვიარსებოთ, _ გვითხრა ელისო ჩაფიძემ.

მისივე თქმით, შემდეგი ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება პრეზიდენტის რეზიდენციასთან მშვიდობიანი აქციის გამართვა.

ია მამალაძე, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე, კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” წარმომადგენელი, გაზეთ “გურია ნიუსის” გამომცემელი: _ ხელისუფლების მიზანია ბეჭდურ მედიას, სეგმენტს, რომელიც მისი კონტროლის მიღმა დარჩა, საბოლოოდ გაუსწოროს ანგარიში. ნებისმიერ ქვეყანაში პრესის სპეციალიზირებული ჯიხურები არსებობს, რაც სახელმწიფოებრივ მიდგომებს გამოხატავს _ დემოკრატია, განვითარება წიგნიერ, ინფორმირებულ მოსახლეობას ნიშნავს და არა ტყუილებით მოწამლულ “საარჩევნო ხმების” მასას. ამ აუქციონში ფირმების “კოდას”და “კუმისის” აქტიურობა, რომლებიც თითოეულ ლოტში 20 500 ლარს და მეტს იხდიან, კარგად მიუთითებს ვისი და რა ინტერესები დევს “ათასი ახალი ჯიხურის” პროგრამის მიღმა. თუმცა, გაუგებარია, ახალი ჯიხური რატომ ნიშნავს ძველის დანგრევას _ ღამ-ღამობით ანგრევენ საგაზეთო ჯიხურებს, რომელთა მფლობელებსაც ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვთ!

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ დაივიწყა ყველასთვის კარგად ნაცნობი მარტივი აქსიომა _ მედიის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება, ყოველთვის, ადრე თუ გვიან, პოლიტიკოსების მარცხით მთავრდება.

ალეკო შალამბერიძე. პოლიტიკოსი: _ პრესის გავრცელების თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი პირობა ქვეყნის თავისუფლებისა, ამიტომ, როდესაც ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს ეს უფლება, ჩვენ საზოგადოება, თითოეული ადამიანი ვალდებული ვართ დავიცვათ ჩვენივე თავისუფლება.

აქციის მიმდინარეობის დროს, კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” წარმომადგენლებმა ია მამალაძემ, მაგდა პოპიაშვილმა და ალეკო ცქიტიშვილმა თბილისის მერიაში განცხადება შეიტანეს, რომელშიც ნათქვამია: “წლების განმავლობაში ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამო, პრესის გავრცელებას პრობლემები არაერთხელ შეექმნა. სამწუხაროდ, ხელისუფლება მხოლოდ რიტორიკულად აცხადებს, რომ მზადაა საარჩევნოდ მედია გარემო გააუმჯობესოს, პარალელურად კი, ამ მოქმედებით ბეჭდური მედიისა და წიგნის გავრცელებას უდიდესი დარტყმის ქვეშ აყენებს. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის დასრულების შემდეგ პრესის გავრცელებას კვლავ პრობლემები შეექმნება და დედაქალაქის მოსახლეობისთვის ჟურნალ-გაზეთების მიწოდება მნიშვნელოვნად გართულდება. შესაბამისად, მერიის ამ გადაწყვეტილებას ვაფასებთ, როგორც მედიაზე ზემოქმედების კიდევ ერთ მექანიზმს, რაც მისი პარალიზებისთვის არის გამიზნული…

კოალიცია თბილისის მერს მიმართავს, უახლოეს დღეებში შედგეს შეხვედრა გიგი უგულავასა და საკითხით დაინტერესებულ პირებს შორის, რათა თბილისის მერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების მართებულობა განმარტოს; ამ საკითხების გარკვევამდე შეჩერდეს ყოველგვარი აუქციონი და ის განახლდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც შეიქმნება პრესის გავრცელების მყარი გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კი კოალიციას წერილობით აცნობოს შეხვედრაზე უარის თქმის მოტივაცია.

კოალიცია საკითხში გარკვევას და პოზიციის დაფიქსირებას სახალხო დამცველსაც სთხოვს. “საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ხელისუფლების მიზანი წინასაარჩევნოდ ბეჭდური მედიის განეიტრალებაა, რათა საზოგადოებამდე მივიდეს მხოლოდ და მხოლოდ გაფილტრული ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობას ნაციონალური არხებით მიეწოდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამას ასეულობით წვრილი მოვაჭრისა და ჯიხურის მფლობელის უმუშევრად დატოვებითა და მათი სოციალურად განადგურების ფასად აკეთებენ…” იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა მერიის ქმედება ბეჭდური მედიისთვის საშიშროების შემცველ ქმედებად შეაფასა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

დაჩი ცინცაძეს მე-4 დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება

21:23; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

ახალგაზრდა ოჯახს ოზურგეთში საზოგადოების დახმარება სჭირდება

20:55; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

19:43; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

მოძრაობა შეიზღუდება – მერია მძღოლებს აფრთხილებს

18:40; 24 იანვარი, 2026

ეროსი კიწმარიშვილი: "მაესტროსაც ისე დავიპყრობ, როგორც მანამდე დავიპყარი ძალიან ბევრი"

ორონა

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24.01.2026
საზოგადოება

დაჩი ცინცაძეს მე-4 დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება

21:23; 24.01.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა ოჯახს ოზურგეთში საზოგადოების დახმარება სჭირდება

20:55; 24.01.2026
საზოგადოება

ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

19:43; 24.01.2026
სამართალი

მანქანაში ორი კაცი ჩაცხრილეს: რა დეტალებია ცნობილი

19:19; 24.01.2026
სამართალი

ავარიას 33 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა – ქვეითს ავტომობილი დაეჯახა 33 წლამდე

19:04; 24.01.2026
საზოგადოება

მოძრაობა შეიზღუდება – მერია მძღოლებს აფრთხილებს

18:40; 24.01.2026
მსოფლიო

არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

17:44; 24.01.2026
პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე – ვინ გადაწყვიტა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება სწორი გზაა „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად?!

17:37; 24.01.2026
საზოგადოება

რომელ სტუდენტს დაუფინანსებენ სწავლას _ მთავრობის გადაწყვეტილება

16:56; 24.01.2026
პოლიტიკა

გია ვოლსკი – აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს საბოტაჟი?

14:51; 24.01.2026
საზოგადოება

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

13:22; 24.01.2026
სამართალი

რუსთავში არასრულწლოვანი დაჭრეს

13:16; 24.01.2026
სამართალი

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

11:37; 24.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

10:54; 24.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო