საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 2013-2014 წლებში საინფორმაციო მომსახურებისთვის 714,949. 61 ლარი დახარჯა.
უფრო კონკრეტულად კი, როგორც "გურია ნიუსის" მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის საპასუხოდ მიღებული წერილიდან ირკვევა, მთავრობის ადმინისტრაციამ, საქართველოს მთავრობის ორწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენის ფარგლებში 469 000-მდე ლარი დახარჯა, მთავრობის კანცელარიის მიერ დამზადებული სარეკლამო კლიპების სატელევიზიო ეთერში განთავსებისთვის 69 000-მდე ლარი, პრემიერ-მინისტრის საგანმანათლებლო ინიციატივების საზოგადოებისათვის გასაცნობად გაწეულმა საინფორმაციო მომსახურებამ ოდნავ გადააჭარბა 68 000-ს, ხოლო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებულმა საინფორმაციო მომსახურების ხარჯმა 62,286.63 ლარი შეადგინა.
2013 წელი, შპს "მედიაპორტი" – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ დამზადებული სარეკლამო კლიპების სატელევიზიო ეთერში განთავსებისთვის მათ 68 880. 96 ლარი გადაიხადეს.
2014 წელი, შპს "მედიაპორტი" – საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანმანათლებლო ინიციატივების საზოგადოებისათვის გასაცნობად საინფორმაციო ვიდეორგოლის, რომლის სრული ვერსია 35 წამიანი იყო, ხოლო მოკლე 15 წამიანი, სატელევიზიო მომსახურებისთვის მათ 60, 498.92 ლარი გადაიხადეს.
2014 წელი, "ეფ ეფ ჯი მედია სერვისი" – საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანმანათლებლო ინიციატივების საზოგადოებისათვის გაცნობის ფარგლებში სარეკლამო რგოლის რადიო "უცნობში" განთავსებისთვის კანცელარიამ 3, 512. 57 ლარი გადაიხადა.
2014 წელი, შპს რადიო "იმედი" – საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანმანათლებლო ინიციატივების საზოგადოებისათვის გაცნობის ფარგლებში სარეკლამო რგოლის რადიო "იმედში" განთავსება მთავრობის ადმინისტრაციას 2, 390. 71 ლარი დაუჯდა.
2014 წელი, შპს "რადიოცენტრი პლუს" – საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანმანათლებლო ინიციატივების საზოგადოებისათვის გაცნობის ფარგლებში სარეკლამო რგოლის რადიო "პალიტრაში" განსათავსებლად ადმინისტრაციამ 1, 897. 05 ლარი გადაიხადა.
2014 წელი, შპს "მედიაპორტი" – საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებული ღონისძიებების კლიპის ტელე და რადიო სივრცეში განთავსება 59, 364.63 ლარი დაჯდა.
2014 წელი, შპს "Milky Way" – საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით ქ. თბილისში, ევროპის მოედანზე დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში ვიდეორგოლის ჩვენება, მთავრობას 2, 922. 00 ლარი დაუჯდა.
2014 წელი, ფიზიკური პირი გოგიტა გოგილაშვილი – საქართველოს მთავრობის ორწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენის ფარგლებში საინფორმაციო ბანერის ინტერნეტ გვერდზე www.gogaggg.com განთავსება 1,207.26 ლარი დაჯდა.
2014 წელი, შპს "მედიაპორტი" – ქართველთა და ებრაელთა 26 საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში საინფორმაციო ვიდეო-რგოლის სატელემაუწყებლო სივრცეში განთავსებისთვის, მთავრობის ადმინისტრაციას 46, 936.42 ლარი დაუჯდა.
2014 წელი, შპს "ედვიჟენ" – საქართველოს მთავრობის ორწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენის ფარგლებში საინფორმაციო რგოლის რადიო სივრცეში განთავსებისთვის (504 გაშვება) 4, 720. 00 ლარი გადაიხადეს.
2014 წელი, შპს "კვირის პალიტრა" – საქართველოს მთავრობის ორწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენის ფარგლებში საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება გაზეთ "კვირის პალიტრაში"6, 320.00 ლარი დაჯდა.
2014 წელი, შპს "აუთდორ მედია ჰაუსი" – საქართველოს მთავრობის ორწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენის ფარგლებში 8 საინფორმაციო ვიდეორგოლის ფილარმონიის მონიტორზე 14 დღის განმავლობაში განთავსება 2,500.00 ლარი დაჯდა.
2014 წელი, შპს "ედვერთლაინი" – საქართველოს მთავრობის ორწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენის ფარგლებში საინფორმაციო რგოლისა და ბანერის ინტერნეტ სივრცეში განთავსება: საიტზე www.ipn.ge – A1 პოზიცია 1 მილიონი ჩვენება ხელშეკრულების დადებიდან 1 თვის განმავლობაში, www. palitratv.ge – B1 პოზიცია 1 მილიონი ჩვენება ხელშეკრულების დადებიდან 1 თვის განმავლობაში, www. ambebi.ge – H1 პოზიცია 1 მილიონი ჩვენება ხელშეკრულების დადებიდან 1 თვის განმავლობაში, www. palitratv.ge 8 ვიდეოსიუჟეტის განთავსება 1 თვის განმავლობაში – 10,643. 00 ლარი დაჯდა.
2014 წელი, შპს "მედიაპორტი" – საქართველოს მთავრობის ორლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენის ფარგლებში საინფორმაციო ვიდეორგოლის სატელემაუწყებლო მომსახურებებისთვის (სატელევიზიო სივრცში განთავსება) – 114, 384. 31 ლარი გადაიხადეს.
2014 წელი, "აი თი დი სი" – საქართველოს მთავრობის ორწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენის ფარგლებში საინფორმაციო ბანერის ინტერნეტ სივრცეში განთავსება: www.myvideo.ge – M1 პოზიცია, 1 მილიონი ჩვენება 1 თვის განმავლობაში 1, 450. 00 ლარი დაჯდა.
2014 წელი, შპს "მედიაპორტი" – საქართველოს მთავრობის ორწლიანი მუშაბის ამსახველი 8 ერთეული ვიდეორგოლის სატელემაუწყებლო და რადიო სივრცეში განთავსება 264, 826. 39 ლარი დაჯდა.
2014 წელი, შპს "ტელეიმედი" – საქართველოს მთავრობის ორწლიანი მუშაობის შეჯამების ამსახველი ანგარიშის წარდგენის ფარგლებში დამზადებული 8 საინფორმაციო ვიდეორგოლის განთავსების მომსახურება კომპანიის ეთერით, 2014 წ. 31 ოქტომბრიდან 2014წ 31 დეკემბრის ჩათვლით, 62,495.41 ლარი დაჯდა.