საქართველოს პარლამენტის მედიაცენტრის დალუქვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ.
როგორც "გურია ნიუსს" განუცხადეს, თბილისის პარლამენტის მედიაცენტრი ამ წუთებშიც სრული დატვირთვით მუშაობს.
"ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბანება. მედიაცენტრი თბილისში სრული დატვირთვით მუშაობს. ქუთაისის პარლამენტის მედიაცენტრი კი, დღეს ვერ იმუშავებს, რადგან არცერთი ღონისძიება დაგეგმილი არ არის. დალუქვის შესახებ ინფორმაცია გადაჭარბებულია", _ აცხადებენ პარლამენტის ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, პარლამენტის მედიაცენტრის დალუქვის შესახებ ინფორმაცია ფოტოსთან ერთად სოციალურ ქსელში გავრცელდა.