საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოსა და ესტონეთის საელჩოების ორგანიზებით, ქ. ათენში საბერძნეთის ფილმების არქივი-მუზეუმის კინოდარბაზში გაიმართა ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ოსკარის ნომინანტი ფილმის "მანდარინები“ ჩვენება.
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის დიპლომატიური კაბინეტის უფროსი, საბერძნეთის საგარეო საქმეთა, ეროვნული თავდაცვისა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები, წამყვანი ბერძენი კინო-კრიტიკოსები, კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანები, მასმედიის წარმომადგენლები და ათენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.
ფილმმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებაში. ჩვენების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საელჩო ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.