სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ გორმაღალში ბოლო დღეებში ქათმის ქურდობის შემთხვევებმა იმატა.
სოციალურ ქსელის მომხმარებელი თუთია თავაძე ქათმის ქურდობას ასე ეხმაურება.
“ჩემს სოფელში ახალი დანაშაულებრივი ჯგუფი ამოქმედდა – ქათმებს იპარავენ თურმე. პირველი მსხვერპლი ჩემი ოჯახის 6 ქათამი აღმოჩნდა, შაბათს მომპარეს კვირას რომ გასაყიდად წაეღოთო, ბებიაჩემმა. მომდევნო შაბათს "გაღმა" მცხოვრებ ბადრიეს ქათმებს არ გაუთენდათ ბედნიერი კვირა დილა. ჰოდა დაშინებულია სოფელი, მალავენ ქათმებს.. ამ სააღდგომოდ კვერცხისმდებელი ქათმების დაკარგვა ვერაა კაი ამბავი, მაგრამ მე რაღაც მეღიმება. როგორი სოფლური ამბავია. ქათმებს რომ გპარავენ და არა აიპადს.“