როგორც ჩვენი წყარო გვატყობინებს, ხონის რაიონული პოლიციის უფროსის მძღოლს, თ. რ-ს ყოფილმა პატიმარმა, უკნიდან მიპარვით, თვალში დანა ჩაარტყა და ამოთხარა.
წყაროსვე თქმით, მძღოლს ნეკნებიც ჩამტვრეული აქვს. ის სასწრაფოდ ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო, ამჟამად თბილისშია გადაყვანილი.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით ყოფილი პატიმარი მძღოლს დაჭრაში ადანაშაულდება და თავს სწორედ ამ მოტივით დაესხა.