საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ლაშა აბაშიძე ვაკის რაიონის გამგებლად დაინიშნა. ლაშა აბაშიძე დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წარადგინა.
"2013-2014 წლებში ლაშა აბაშიძე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა, ხოლო მანამდე მუშაობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. მას აქვს როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. დამთავრებული აქვს თბილიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი. ვაკის მოსახლეობას ეყოლება გამგებელი, რომლითაც იამაყებენ", _ აღნიშნა ნარმანიამ.
ვაკის რაიონის გამგებლის პოსტზე აბესაძემ გივი ჭიჭინაძე ჩაანაცვლა. ჭიჭინაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით იმერეთის გუბერნატორად დაინიშნა.