(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ დღეს ჩვენს ქვეყანაში უბრალო ადამიანებისთვის არაფერი შენდება; რეგიონებში ხშირად დავდივარ, თუ რამე თვალში საცემია და ხშირად გაჩახჩახებულია, სასტუმროს და პოლიციის შენობებია; თუ სადმე დაინახავთ დანგრეულ და გადაუხურავ შენობებს _ კულტურის სახლი, სკოლა ან საავადმყოფოა. ჩვენი მოსახლეობა ჯანდაცვას და უფასო განათლებას მოკლებულია. სამაგიეროდ, პოლიციაში დიდი თანხები იდება. აი, მაგალითად რამდენი რამ გაკეთდებოდა თუნდაც ლანჩხუთში იმ ფულით, რაც პოლიციის ახალი შენობის აგებაში დაიხარჯა? მილიონ 200 ათასი ლარით ბევრი კარგი საქმე გაკეთდებოდა! ჩვენ გვინდა ისეთი მოდელი, სადაც სკოლა და საავდამყოფო იქნება კარგად მოწყობილი, დიდ შენობაში განთავსებული და იქ დაიხარჯება მილიონ ორასი ათასი, _ განაცხადა კახა კუკავამ ლანჩხუთში მოსახლეობასთან შეხვედრისას.