დღევანდელ გადაცემაში: სიუჟეტი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ _ 12 წლის ლუკას ჩვენი დახმარება სჭირდება; პოლიტმეხსიერება _ არჩევნები ლამფის შუქის ფონზე; რას ფიქრობს მოსახლეობა _ არის თუ არა ოზურგეთი წარმატებული მუნიციპალიტეტი და რა შეკითხვები აქვთ მთავრობასთან _ გიორგი გირკელიძის და ჟანა მეგრელიშვილის გამოკითხვა ოზურგეთის სოფლებში.
რაზე ისაუბრეს გამგებლებმა პრემიერთან შეხვედრაზე, ვინ ვისი კადრია გურიაში, ვინ არის პრემიერთან ენის მიმტანი პირი _ ამ და სხვა თემებზე დღევანდელ გადაცემაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე საუბრობენ.
ამავე გადაცემიდან გაიგებთ, ვინ რა რაოდენობის პრემია აიღო გასულ წელს, რას გააკეთებს მიმდინარე წელს ზაზა ურუშაძე, სახელწოდებით „ოცნება 2, რატომ დატოვა თანამდებობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ და რას აკეთებენ მერაბ ჭანუყვაძის მოადგილეები მაშინ, როცა იგი მოსახლეობას ხვდება.