(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გასულ პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ქართული პარტია” თბილისის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა დატოვეს. უკვე საუბრობენ, რომ უახლოეს დღეებში მსგავს გადაწყვეტილებას რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებიც მიიღებენ: _ ნამდვილად არ ვიცი ამის შესახებ. მე არსად წავსულვარ და არ დამიტოვებია პარტია, _ გვითხრა “ქართული პარტიის” გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოჩა გორდელაძემ.
“პარტია დავტოვეთ თბილისის ხუთივე ორგანიზაციის თავმჯდომარემ. რაც ეროსი კიწმარიშვილმა გააკეთა, იმის შემდეგ არ გვაქვს მორალური უფლება, ამ პარტიაში გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენ სოზარ სუბარის გუნდის წევრები ვართ და პარტიაშიც მხოლოდ მის გამო ვიყავით,” ჴ განაცხადეს საინფორმაციო სააგენტოებთან თბილისის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.