სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბოლო პერიოდში ხშირად აკრიტიკებს სანავთობო გიგანტის _ "როსნეფტის" ხელმძღვანელს იგორ სეჩინს.
როგორც სააგენტოს წყარომ უთხრა, პუტინის უკმაყოფილება ორმა ფაქტორმა გამოიწვია.
პირველი _ 2013 წელს "როსნეფტმა"55 მილიარდ დოლარად იყიდა ТНК-BP, მაგრამ ამ გარიგებამ ფინანსურად არ გაამართლა, სანავთობო გიგანტმა კი საკმაოდ ბევრი კრედიტები დააგროვა.
მეორე _ პუტინი უარყოფითად შეხვდა 2014 წელს "როსნეფტის" მიერ 625 მილიარდი რუბლის ობლიგაციების განთავსებას. "ცენტრობანკის" მმარველის ელვირა ნაბიულინას აზრით, ამან, სხვა ფაქტორებთან ერთად, რუბლის კურსის დაცემა გამოიწვია.
11 მარტს, "ნეზავისიმაია გაზეტას" მთავარმა რედაქტორმა კონსტანტინ რემჩუკოვმა ტვიტერზე დაწერა, რომ, მისი წყაროს თქმით, სეჩინს მალე მოხსნიდნენ. ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს არ კრემლში და არც "როსნეფტში".
სეჩინი "როსნეფტს" 2012 წლიდან ხელმძღვანელობს, მანამდე კი, ოთხი წლის განმავლობაში, პუტინის პრემიერ-მინისტრობის დროს, ვიცე-პრემიერი იყო, _ იუწყება Bloomberg.