აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ნაციონალური მოძრაობიდან, პეტრე ზამბახიძეს თავს დაესხნენ და კვერცხები დაუშინეს. ინიციდენტი ბათუმში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში მოხდა.
მერაბ ღოღობერიძე, გიორგი თუშმალიშვილი და კიდევ რამდენიმე პირი შენობაში შევიდა და ზამბახიძეს კვერხები დაუშინეს. ისინი დეპუტატის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ ზამბახიძემ გუშინ მხარი დაუჭირა ჯემალ ფუტკარაძის აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცესპიკერად არჩევას.
ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი ბათუმის მერიისადმი დაქვემდებარებულ ორგანიზაციაში – ბათუმის ავტოტრანსპორტი მუშაობს. ზოგიერთი მათგანი კი არაერთხელ ყოფილა შემჩნეული აჭარის მთავრობის აპარატის წევრებთან „მეგობრულ ურთიერთობებში“.
პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ ეს ქმედება ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული. ეს დაჯგუფება ცდილობს რომ ებრძოლონ განსხვავებულ აზრს, ესენი „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან.
მე მოვუწოდებ არჩილ ხაბაძეს, ავთანდილ ბერიძესა და ყველას რომ გონს მოეგონ, ის ქმედებები რაც მათ განახორციელეს ქართული მედიის, არასამთავრობი სექტორისა და დამოუკიდებელი ოპოზიციის წინააღმდეგ ბუმერანგივით დაუბრუნდებათ უკან. – განაცხადა ზამბახიძემ.