https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

  • მსოფლიო

    ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

    მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

    ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

    მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

    “დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი” _ რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დავით საგანელიძის „თავგადასავალი“

15:03; 14.03.2015
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს შაბათია და ქართველი პოლიტიკოსების შესახებ მორიგ სახალისო ისტორიებს წარმოგიდგენთ.

თავდაპირველად სიტყვას ბატონ დავით საგანელიძეს გადავცემ. ბატონი დავითი უცხოეთში ხშირად მოგზაურობს და რამდენჯერმე უცნაური თავგადასავალიც გადახდა.

„ჩემი კურიოზები, ძირითადად, მგზავრობას უკავშირდება. ერთხელ, ტოკიოში მივფრინავ. თვითმფრინავში ჩემ გვერდით დაჯდა ერთი რუსი კაცი. მიამბო თავისი ცხოვრების დეტალები და მოაყოლა, ლოს-ანჯელესში მაქვს ბიზნესი და იქ მივდივარო. დავფიქრდი. ვიფიქრე, ეს ლოს-ანჯელესში მიფრინავს, მე – ტოკიოში და როგორ იქნება ახლა ჩვენი საქმე-მეთქი.

ჩავეძიე: ბატონო ჩემო, ხომ არ გეშლებათ, ეს თვითმფრინავი ტოკიოში უნდა დაჯდეს და თქვენ ლოს-ანჯელესში როგორ მოხვდებით-მეთქი? გადაირია, რა ტოკიო, ეტყობა შეგეშალათ რეისი, ზუსტად ვიცი, სადაც მივფრინავო. დამცხა, ცივმა ოფლმა დამასხა. ვიფიქრე, ნამდვილად შარში ვარ-მეთქი. თანაც, ცაში ხარ და, ხომ არ ეტყვი პილოტს, შენი ჭირიმე, გააჩერე, შემეშალა გზაო. მოკლედ, ორივე უბედური ვართ, ვაწყნარებთ ერთმანეთს და, ამ დროს, სტიუარდესამ ჩამოიარა. ვეცი და ვეკითხები: შენი ჭირიმე, ხომ ჩავფრინდებით ტოკიოში-მეთქი, გამიღიმა – კიო. ახლა ის კაცი ეცა: გოგონი, შენი თვალების ჭირიმე, ხომ ჩავალ ლოს-ანჯელესშიო. იმასაც გაუღიმა და უპასუხა, კიო.

ვა, სულ გადავირიე. ვიფიქრე, ნაღდად „გვეღადავება“ ეს ქალი და ახლა ამას დავახრჩობ-მეთქი. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა რომ ჯერ ტოკიოში დაჯდებოდა და შემდეგ ჩაფრინდებოდა ლოს-ანჯელესში.

მერე ვშაყირობდი, არ გადავრჩით მე და ის რუსი იმ სტიუარდესას გამო ციხეს-მეთქი?!“.

უცხოეთში ყოფნას რა ვუთხრა და „საზღვარგარეთულმა“ ჰავამ ქართველ პარლამენტარს ერთხელ „ქურდობისაკენ“ უბიძგა. კვლავ დავით საგანელიძეს მოვუსმინოთ.

„ერთ ზაფხულს კი ცოლთან და მეგობრებთან ერთად გახლდით უცხოეთში დასასვენებლად, კერძოდ, ხმელთაშუა ზღვაზე. ერთ დღესაც, სათევზაოდ გადავწყვიტეთ წასვლა. ვიტრაბახე კიდეც, ნახეთ ახლა რამდენ თევზს დავიჭერ, მაგრად გამომდის თევზაობა-მეთქი. გადავაგდე ანკესი და ველოდები. აქეთ გავიხედავ – ერთი ჩემი მეგობარი ამოათრევს თევზს წყლიდან, გავიხედავ – მეორე, ჩემმა ცოლმაც კი მაჯობა. რაჭველი კი ვარ, მაგრამ, სწრაფად მოვისაზრე, ბევრი არ მიფიქრია, ისე ვიპოვე გამოსავალი.

თევზი პირველად მოვიპარე ჩემს ცხოვრებაში მაგრამ არ გამიმართლა. ამ შემთხვევაში უიღბლო აღმოვჩნდი.

მოკლედ, დავყევი და, ვისაც ბევრი თევზი ჰყავდა დაჭერილი, ვიპარავდი და ჩემს ჭურჭელში ვყრიდი. ცოლსაც კი მოვპარე, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველამ არ იცნო თავისი დაჭერილი თევზი?! მოცვივდნენ და გადაირივნენ, ეს ჩემი დაჭერილია, ეს – ჩემიო. ასე რომ, ჩემგან თევზის ქურდი არ დადგება და ამ საქმეში ვერ ვივარგებ“.

მომავალ არჩევნებში მონაწილეობას ალბათ ქალბატონი ნინო ბურჯანაძეც მიიღებს. კახა კუკავას ბურჯანაძესთან დიდი ხნის ნაცნობობა გააჩნია.

„თავის დროზე საპარლამენტო ოპოზიციას ძალიან გვჩაგრავდენ. არც ერთ დელეგაციაში არ გვსვამდენ, რომელიც საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა. რაც დეპუტატი გავხდი, მარტო ბაქოში ვარ ნამყოფი და ისიც მეგობარი კოლეგების მიწვევით.

ჩვენც ავდექით და ჩეჩნეთთან მეგობრობის ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ. ამის მერე კი იცოცხლეთ, წამოვიდა მოწვევები პარიზიდან, ჰელსინკიდან.

ერთხელაც ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ დამიბარა. კონსულტაცია უნდოდა, ჩეჩნეთის რაღაც საკითხთან დაკავშირებით. საუბრის ბოლოს საყვედურით მეუბნება:

– კი მაგრამ, რა აუცილებლობა იყო, ეს ჯგუფი რომ ჩამოაყალიბეთ?

– რა ვქნა, ქალბატონო ნინო, – ვპასუხობ, – პარლამენტარობა ოთხი წელი გრძელდება და თბილისში გამოვიხრუკოთ?…“

ნება მომეცით ყოფილი პარლამენტარი, ბატონი გია მეფარიშვილი წარმოგიდგინოთ.

„1998 წელს ამერიკაში მომიწია ჩასვლა საქმიანი ვიზიტით. იმ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი.

აქ რომ აზრია გავრცელებული, ამერიკელები დღეში მარტო 7 საათს მუშაობენ და მერე გასართობად გარბიანო, ტყუილია. გაოცებული დავრჩი, როცა ვნახე, როგორ უფრთხილდებიან, უყვართ და თავს აკლავენ საკუთარ სამუშაოს.

ვბრუნდები უკან ემოციებით დატვირთული, ჩაფიქრებული და დაბნეული, კენედის აეროპორტში პირველი შემოწმება გავიარეთ. ჯიბეზე ხელი მოვისვი და სადღაა პასპორტი?! გამისკდა გული, მოვიჩხრიკე ყველა ჯიბე, აღარც პასპორტი მაქვს, აღარც ბილეთი. მაგარ „საზეიმო“ განწყობაზე დავდექი, ბილეთი ორი ათასი დოლარი ღირს, კაცო!

ბილეთი ჯანდაბას, პასპორტის გარეშე არაფერს არ წარმოადგენ. ახლა, პირდაპირ თბილისში რომ მოვდიოდეთ, კიდევ რამეს იზამ, გადარეკავ, მიშველეთო, ან დაადებ თავს, გადაახტები რკინის ღობეს და გდიონ მერე.

თვითმფრინავი ჯერ თურქეთში ჯდებოდა და უპასპორტოდ მიწაზე ფეხს ვინ დაგადგმევინებს? შავ დღეში ვარ, აღარ ვიცი რა ვქნა და დამიწყეს თანამშრომლებმა დამშვიდება:

– გია, ნუ გეშინია, თურქეთი თუ არ მიგიღებს, ამერიკაში დაგაბრუნებენ.

– მერე? – ვეკითხები.

– თუ არც ამერიკამ მიგიღო, თურქეთში გამოგიშვებს, თურქეთი-ამერიკაში და…

– გამოდის თვითმფრინავში ვკვდები? – ფერი დავკარგე.

სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა. ორი ვარიანტი მრჩებოდა, ან პოლიტიკური თავშესაფარი უნდა მეთხოვა რომელიმე ქვეყნისთვის, ან ტერორისტობა მეცადა და თვითმფრინავის თბილისში დაჯდომა მომეთხოვა.

ამ დროს სალონში ინგლისურ ენაზე რაღაც გამოაცხადეს და თითქოს „მეფარიშვილი“ მომესმა.

– მგონი შენი გვარი ახსენეს. – მეუბნებიან.

– ეტყობა, გაიგეს ბილეთი რომ არ მაქვს, – ამოვიოხრე, – სჯობია ახლავე დაგემშვიდობოთ, თქვენს იმედზე ვარ, მთავრობას უთხარით, დასაკარგი კაცი არ არის-თქო და მიშველონ.

ამ დროს აღელვებული ქალბატონი მოვიდა და მეკითხევა:

– მეფარიშვილი?

– იეს!

ჩემი ბილეთი და პასპორტი არ გამომიწოდა?! ის დალოცვილი რომ არა, დღესაც თვითმფრინავში ვიჯდებოდი“.

გია მეფარიშვილი კიდევ ერთ, მართლაც რომ სახალისო ისტორიას მოგვიყვება.

„გენერალური პროკურორობისას ძირითადად მძიმე საქმეების განხილვა მიწევდა. ზოგი მკვლელობას ეხებოდა, ზოგი შეიარაღებულ ყაჩაღობას.

ერთხელაც, 2001 წელია, საქმის მოსმენა მაქვს და ერთი პროკურორი მოხსენებას აკეთებს:

– ამაზრზენი შემთხვევა დაფიქსირდა გაუპატიურებასთან დაკავშირებით. ბრალდებული სახლში შეუვარდა მეზობლად მცხოვრებ 40 წლის მარტოხელა ქალს და ბოროტი სურვილი აისრულა. ჩემი აზრით, სამაგალითოდ უნდა დავსაჯოთ, რომ სხვებისთვის ჭკუის სასწავლებელი გამოდგეს. საზოგადოებიდან უნდა მოვკვეთოთ ასეთი საზიზღარი ბოროტმოქმედები!

– მოიცა, კაცო, – ძლივს გავაჩერე, – ძალით შეუვარდა?

– არა, მოტყუებით შეაპარებინა თავი, კვნესოდა, ეს მტკივა, ის მტკივა, წამალი მინდაო და მერე ეძგერა.

რაღაც ეჭვმა გამკრა და ვეკითხები:

– ბრალდებული რამდენი წლისაა?

– 82-ის.

– რაო, რამდენიო, – დავიბენი, ხომ არ მომესმა-მეთქი, – 42-ის?

– არა, ბატონო გია, 82-ის.

გადავირიე, კაცო, სიცილი ამიტყდა, ვეღარ ვჩერდები.

პროკურორი გაწითლდა, გამწვანდა, პირდაღებული მომჩერებია, რა დაემართაო.

– ნამდვილად ასე იყო, – ამოიკვნესა ბოლოს.

– მერე, შე ოჯახაშენებულო, – ძლივს მოვითქვი სული, – 82 წლის კაცმა ჩვენი ქვეყანა ასახელა, მთელი მსოფლიო გაიგებს, ყველას „საქართველო“ ეკერება პირზე და ამხელა გმირობისთვის დაჭერას უპირებ?…“

ჩვენი სახალისო „მოგონებების“ დასასრულს ერთ დაუჯერებელ ისტორიას შემოგთავაზებთ. დღევანდელი გადმოსახედიდან ამ შემთხვევის დაჯერება რთულია, მაგრამ ის ნამდვილად დაფიქსირდა. ამ „ცხოვრებისეულ კურიოზს“ ბატონი ავთანდილ მარგიანი გაიხსენებს.

„მარადიული საპრეზიდენტო კანდიდატი რომ გახლდათ, როინ ლიპარტელიანი იმის „გონებამახვილობაზე“ მოგახსენებთ. ერთხელ მოვიდა ჩემთან და მთხოვა, შენ იცნობ „თიბისი ბანკის“ პრეზიდენტს და სთხოვე ჩემზე, კრედიტი მომცეს ბანკიდანო. მამუკა ხაზარაძემ ეს საქმე მიანდო მოადგილეს და როინს ეკითხება ბანკირი, კრედიტის სანაცვლოდ რომ ჩადო ბანკში ქონება, სახლი ან მიწა გაქვსო? კი, მიწის მეტი რა მაქვსო, უპასუხა როინმა. წამოვიდა, დაიქირავა სატვირთო მანქანა, წაიყვანა ვერის ხეობაში, დატვირთა კაი შავი მიწით ის მანქანა და მიაყენა „თიბისი ბანკის“ შენობას. ხალხმა ატეხა სიცილი ამაზე, მაგრამ უარი ვეღარ უთხრეს, რადგან 3 000 ლარი ქორწინებისთვის სჭირდებოდა თურმე“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

„სარეკორდო სპექტაკლი“

11:52; 8 მარტი, 2026
ზაფრანი

„მესხი-კალოევის დუეტი“- ამბავი, რომელიც ნოდარ ახალკაცის კაბინეტში მოხდა

11:25; 8 მარტი, 2026
ზაფრანი

„არასაფეხბურთო ამბავი“

10:39; 8 მარტი, 2026
ზაფრანი

„არ დაა-კლებ-თ?“ – როგორ აჩუქა მეცხვარემ „ჯაპანას“ ცხვარი ბავშვის ერთი კითხვის გამო

10:27; 8 მარტი, 2026
ზაფრანი

ვინ აბამს სამსახურში რომანებს 

11:18; 7 მარტი, 2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს კვერცხები დაუშინეს

იყო დრო - „პანტიანის ტელესეანსები“

ყველა სიახლე

ზაფრანი

„სარეკორდო სპექტაკლი“

11:52; 8.03.2026
ზაფრანი

„მესხი-კალოევის დუეტი“- ამბავი, რომელიც ნოდარ ახალკაცის კაბინეტში მოხდა

11:25; 8.03.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

11:13; 8.03.2026
სამართალი

პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

11:02; 8.03.2026
სამართალი

არასრულწლოვნები სავაჭრო ობიექტს ძარცვავდნენ – შსს ვიდეოჩანაწერს ავრცელებს

10:58; 8.03.2026
სამართალი

საია: საქართველოში მნიშვნელოვნად ზიანდება ქალთა უფლებები და მდგომარეობა ქვეყანაში

10:53; 8.03.2026
ზაფრანი

„არასაფეხბურთო ამბავი“

10:39; 8.03.2026
ზაფრანი

„არ დაა-კლებ-თ?“ – როგორ აჩუქა მეცხვარემ „ჯაპანას“ ცხვარი ბავშვის ერთი კითხვის გამო

10:27; 8.03.2026
საზოგადოება

“გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება”- ირაკლი კობახიძე

10:07; 8.03.2026
21-ს ქვევით

კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

17:45; 7.03.2026
მსოფლიო

ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

17:33; 7.03.2026
საზოგადოება

ახალი აკრძალვა, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

17:05; 7.03.2026
სამართალი

“ავტომანქანაში იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”

16:50; 7.03.2026
პოლიტიკა

თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სუს-ში დაიბარეს

16:16; 7.03.2026
პოლიტიკა

ჩვენი მშვიდობა ოჩო ფეხებზე დგას, რომელიც შეიძლება ვიღაცამ მაკრატლით გადაჭრას…” – გიორგი ანთაძე

15:15; 7.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო